2020 წლის 13-20 სექტემბერს ბათუმში ბათუმის საავტორო ფილმების მე-15 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მას ბათუმის მერიასთან პარტნიორობით ბათუმის ხელოვანთა სახლი არგანი მართავს.

წარმოგიდგენთ ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო სექციებისთვის შერჩეული ჟიურის შემადგენლობას:

მხატვრული ფილმების კონკურსის ჟიური

  • ლანა ღოღობერიძე — ჟიურის თავჯდომარე
  • კარმენ გრეი (გერმანია)
  • ლეიტ აბდულამირი (საფრანგეთი)
  • ნიკა აბრამიშვილი (საქართველო)
  • გიორგი ოვაშვილი (საქართველო)

დოკუმენტური ფილმების კონკურსის ჟიური

  • ნინო კირთაძე (საფრანგეთი/საქართველო) — ჟიურის თავჯდომარე
  • კრისტოფ გიერატი (პოლონეთი)
  • ირინა რომანჩენკო (უკრაინა)
  • ლევან კოღუაშვილი (საქართველო)
  • მიხეილ კვირიკაძე (საქართველო)

მოკლემეტრაჟიანი ფილმებისა და COVIDEO სექციის კონკურსის ჟიური

  • ოთარ ლითანიშვილი — ჟიურის თავჯდომარე
  • ზურა მაღალაშვილი (საქართველო)
  • დათო ევგენიძე (საქართველო)

კინოკრიტიკოსთა ჟიური

  • ლელა ოჩიაური — ჟიურის თავჯდომარე
  • არჩილ შუბაშვილი
  • თეო ხატიაშვილი

კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან ქალაქ ბათუმის მერია, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი; საქართველოს კულტურის, განათლების, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ბათუმის დრამატული თეატრი, ბათუმის თოჯინების თეატრი, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო და ფრანგული ინსტიტუტი.

კინოფესტივალის სპონსორები არიან კინოთეატრი აპოლო, კომპანია ჯპს, სასტუმრო O.Galogre Boutique Hotel, სასტუმრო DOWNTOWN, ტურკომპანია ვანდერლენდი, შპს ბათუმის ავტოტრანსპორტი და შპს Legal Consulting Center.

კინოფესტივალის მედიაპარტნიორების სიაში კი შედიან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია, რადიო ფორტუნა, ბათუმი ტვ, ფაბლისითი ჯგუფი, ჟურნალი ინდიგო, ჟურნალი კინო, Cinemania, AT.GE, ON.GE, Film New Europe, Cineuropa.org, გაზეთი ბათუმელები და netgazeti.ge.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება ფესტივალის ვებსაიტიდან და Facebook გვერდიდან შეგიძლიათ.

ამავე თემაზე: