2020 წლის 16-20 სექტემბერს ბათუმში BIAFF ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში "ალტერნატიული ტალღა" გაიმართება.

BIAFF "ალტერნატიული ტალღის" 2020 წლის გამოშვებისათვის შეირჩა შემდეგი პროექტები:

  • ბექა — სცენარის ავტორი და რეჟისორი ვანო ბურდული
  • ჰამაკი — რეჟისორი ლევან თუთბერიძე, სცენარის ავტორი ირაკლი სოლომონაშვილი
  • მეათე მოწმე — სცენარის ავტორი და რეჟისორი გიგა ლიკლიკაძე
  • გამოღვიძება — სცენარის ავტორი და რეჟისორი თენგიზ ასიტაშვილი
  • ცივი ღრუბლები — სცენარის ავტორი და რეჟისორი კახა კიკაბიძე
  • კარგი ბიჭები — სცენარის ავტორი და რეჟისორი გიორგი თავართქილაძე
  • უწყვეტი გზა — სცენარის ავტორი და რეჟისორი გიორგი მეგრელიშვილი
  • სიჩუმის ქაოსი — სცენარის ავტორი და რეჟისორი ნინა შაბურიშვილი
  • BRULE LE SANG — სცენარის ავტორები აკაკი ფოფხაძე და ფლორენ ჰილი, რეჟისორი აკაკი ფოფხაძე

მოწვეული ექსპერტები

  • ნიკოს პანაიოტოპოლოსი (საბერძნეთი)
  • ლორან დანილო (საფრანგეთი)
  • თამარ ტატიშვილი (საქართველო)
  • გულინ უსტუნი (თურქეთი)
  • გელა ბაბლუანი (საქართველო)

"ალტერნატიული ტალღა" 2020-ის მონაწილეები მიიღებენ კონსულტაციებს შემდეგი მიმართულებებით:

  • სცენარის განვითარება
  • დაფინანსების სტრატეგია
  • საერთაშორისო ფონდები
  • კოპროდუქცია
  • პროექტის განვითარება
  • საერთაშორისო ფესტივალები
  • ინდუსტრიული პლატფორმები
  • დისტრიბუცია
  • გაყიდვების აგენტები

"ალტერნატიული ტალღის" მხარდამჭერები საქართველოს ეროვნული კინოცენტრი და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო არიან.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება ფესტივალის ვებსაიტიდან და Facebook გვერდიდან შეგიძლიათ.

ამავე თემაზე: