გერმანიის მთავრობის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი "ნოვიჩოკით" მოწამლეს. ეს არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც ნერვიულ სისტემას ანადგურებს.

გერმანიის მთავრობის თქმით, ტოქსიკოლოგიურმა ტესტმა აჩვენა, რომ არსებობს "უდავო მტკიცებულება".

კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ხელმძღვანელი, ალექსეი ნავალნი ომსკის საავადმყოფოში, 20 აგვისტოს მოათავსეს. გერმანელმა ექიმებმა დაადგინეს, რომ ის მოწამლულია.

2 წლის წინ სერგეი და იულია სკრიპალები, ქალაქ სოლსბერიში იგეივე ნერვო-პარალეპტიკური ნივთიერებით, ე.წ "ნოვიჩოკით" მოწამლეს.

გავრცელებული იყო ინფორმაციაც, რომ მომწამვლელი ნივთიერების ყველაზე დიდი კონცენტრაცია სკრიპალის საცხოვრებელი სახლის, შესასვლელი კარის სახელურზე იყო დატანილი. პოლიციის ცნობით, გაზი "ნავიჩოკი" არეული იყო გაურკვეველ სითხეში და ამგვარი მეთოდით გადაიტანეს კარის სახელურზე.