ლუკაშენკო ევროკავშირის სანქციების სიაში არ იქნება
ლუკაშენკო ევროკავშირის სანქციების სიაში არ იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემა TUT.BY-მ გერმანულ მედია WELT-ზე დაყრდნობით გაავრცელა. გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის პოზიციის თანახმად, ლუკაშენკოს შავ სიაში მოხვედრა მინსკთან დიალოგის სრულ შეწყვეტას ნიშნავს.
"მიუხედავად ყველაფრისა, ლუკაშენკოსთან დამაკავშირებელი არხები ღია უნდა იყოს", — ნათქვამია აღნიშნული ქვეყნების განცხადებაში.
ამ დრომდე ევროკავშირის ქვეყნები ბელარუსის მთელი რიგი ოფიციალური პირების წინააღმდეგ სანქციებზე ერთსულოვნად თანხმდებოდნენ. მოგვიანებით კი, აზრთა სხვადასხვაობა სანქციების სიაში შემავალმა პირებმა გამოიწვიეს. უფრო კონკრეტულად კი, აღნიშნული ქვეყნებისგან განსხვავებით, ლუკაშენკოს წინააღმდეგ სანქციებს მხოლოდ ბალტიისპირა ქვეყნებმა და პოლონეთმა დაუჭირეს მხარი.
ევროკავშირის დიპლომატების თქმით, ოფიციალური სია უახლოეს ორ კვირაში გამოქვეყნდება. სიაში წარმოდგენილი იქნებიან ის პირები, რომლებიც ბელარუსში მიმდინარე პროცესებში ძალადობასა და ფალსიფიკაციაზე არიან პასუხისმგებელი. დაგეგმილი სანქციები კი ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის აკრძალვასა და ევროპულ ბანკებში ანგარიშების გაყინვას გულისხმობს.
ბალტიისპირა ქვეყნები და პოლონეთი გაცილებით უფრო მკაცრი ზომების მომხრე არიან. ამ ქვეყნებმა ევროკავშირისგან დამოუკიდებელ ზომებს მიმართეს და ბელარუსის 30 ჩინოვნიკს, მათ შორის ლუკაშენკოსაც, საკუთარი ქვეყნების ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს.
ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სანქციებით ბელარუსზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობას საპირისპირო ეფექტი ექნება — მინსკი იძულებული იქნება, "ადეკვატური ზომები" მიიღოს.
სანქციებზე საუბარი ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ხელისუფლების საპასუხო ქმედებას მოჰყვა. ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც წინასწარი დათვლის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების 80 პროცენტი მიიღო, ხოლო სვეტლანა ტიხანოვსკაიამ — 10 პროცენტი.
არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად გამოსული მოსახლეობა პოლიციამ რეზინის ტყვიებისა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა. ხალხის ნაწილი დაშავდა, ნაწილი პოლიციამ დააკავა, არიან გარდაცვლილებიც. საპროტესტო აქციები ბელარუსში 27 დღეა გრძელდება.
ამავე თემაზე:
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები