აშშ-ში კატები "გვამების ფერმაში" შეიჭრნენ და ადამიანთა ცხედრები შეჭამეს
ალბათ, ამ დროისთვის უკვე იცით, რომ თქვენი შინაური კატა დიდი სიამოვნებით შეგჭამთ, თუკი მოკვდებით.
კატები დიდი სიამოვნებით მიირთმევენ უკვე ათასგზის ნაჭამ კონსერვირებულ საკვებს, თუმცა ყველაზე საყვარელ და ფუმფულა ფისოებსაც კი არ გაუჭირდებათ პატრონის სხეულით დანაყრება, როგორც კი მას პულსი გაუჩერდება.
"კი, თქვენი შინაური ცხოველი შეგჭამთ, როცა მოკვდებით. და, სავარაუდოდ, ამას საჭიროზე უფრო ადრე იზამს", — თქვა BuzzFeed News-თან საუბრისას სასამართლო ანთროპოლოგმა კაროლინ რანდომ 2015 წელს ცხოველების მიერ საკუთარი პატრონების შეჭმის ამბავზე საუბრისას და მიანიშნა, რომ "ამ პატარა ახ*რებს" ასე ძალიან არც კი შიათ. "ისინი, როგორც წესი, კისრით, სახითა და ღია ადგილებით იწყებენ, შემდეგ კი, თუ დროულად ვერ აღმოაჩენენ, დანარჩენ სხეულსაც შეჭამენ", — დაამატა მან.
მან ერთი გამორჩეულად საზარელი ამბავი გაიხსენა, როცა 1994 წელს ერთი კაცი გარდაიცვალა და მისი ცხედარი რამდენიმე დღის შემდეგ იპოვეს. მისი თავი, კისერი და ხელის ნაწილი "ძვლამდე" იყო შეჭმული. კაცის მახლობლად მისი 10 კატა იწვა მკვდარი. პოლიციამ დაადგინა, რომ კაცი წამლების ზედოზირებით დაიღუპა, რის გამოც მისი ცხედრის შეჭმამ მისი კატებიც მოწამლა.
გვამების ფერმაზე — დაწესებულებაში, რომელშიც სასამართლო ექსპერტიზის მეცნიერები სხეულის დაშლას შეისწავლიან — მკვლევრები, რომლებიც ადამიანის ცხედრებზე ლეშისმჭამელურ აქტივობებს აკვირდებოდნენ, გადააწყდნენ ველურ კატებს, რომლებიც სწორედ რომ ამ საქმით იყვნენ დაკავებულები. მკვლევრებმა ისინი შეისწავლეს და კვლევა Journal of Forensic Science-ში გამოაქვეყნეს.
ვიდეო: სიკვდილის მეცნიერება — რა მოსდის თქვენს სხეულს სიკვდილის შემდეგ
კოლორადოს სასამართლო გამოძიების კვლევის სადგურზე ადამიანთა ცხედრებს ღია სივრცეში ათავსებენ, მათ აკვირდებიან, ფოტოებს უღებენ და მონაცემებს ინიშნავენ. ამ დაწესებულებაში ლეშისმჭამელურ აქტივობებს კამერებით აკვირდებოდნენ და შეამჩნიეს, რომ გვამების ფერმაში ორი კატა შეიპარა და რამდენიმე კვირის განმავლობაში ადამიანთა ცხედრებს ჭამდა.
პირველმა კატამ 79 წლის ქალის ცხედრის შეჭმა დაიწყო და ის ძირითადად რბილ ქსოვილსა და ცხიმოვან შრეებზე ფოკუსირდებოდა. შემდეგ ცხედარი სხვა კვლევითი პროექტისთვის დამცავი გალიის ქვეშ მოათავსეს ერთი კვირით, რომლის განმავლობაშიც კატას მასზე წვდომა არ ჰქონდა. როცა გვამს გალია მოხსნეს, იგივე კატა 35 დღის განმავლობაში თითქმის ყოველღამით ბრუნდებოდა მის შესაჭმელად. ის ისევ რბილ ქსოვილზე ფოკუსირდებოდა — მისი მკერდის არეალი ამოჭამა და მარცხენა მკლავი ძვლამდე გამოღრღნა.
მეორე კატამ თავისი ყურადღება 70 წლის კაცს მიაპყრო და 16 ღამიდან 10-ის განმავლობაში დაბრუნდა მასთან, შემდეგ კი ერთი თვით მიატოვა, სანამ ისევ ზედიზედ ორი ღამით არ დაბრუნდა მისი ცხედრის შესაჭმელად.
"ორივე შემთხვევაში ველურმა კატებმა ის უბნები აირჩიეს, რომლებშიც კანი უკვე გარღვეული იყო. მათ დაშლის ადრეულ სტადიაზე მყოფი ცხედრები შეარჩიეს", — დაწერეს მკვლევრებმა.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
კომენტარები