კორონავირუსის პრევენციის გამო სკოლებში საზეიმო ღონისძიებები გაუქმდება. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

სასწავლო პროცესი სკოლებში 15 სექტემბერს იწყება, განსხვავებით აჭარისგან, სადაც პირველი ორი კვირა დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.