ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალზე BIAFF 2020 წელს წარმოდგენილია სპეციალური საკონკურსო სექცია "COVIDEO", რომელშიც ნაჩვენები იქნება 25 მოკლემეტრაჟიანი ფილმი (5 წუთამდე), რომლებიც COVID-19 პანდემიის იზოლაციის პერიოდშია გადაღებული.

ფილმებს შეაფასებს ჟიური, ასევე დამატებით იქნება აუდიტორიის პრიზი, რომლის გამარჯვებულიც Like-ების რაოდენობით გამოვლინდება და მას "BIAFF COVIDEO აუდიტორიის პრიზი" გადაეცემა. ფილმებზე ხმის მიცემა — ე.წ. Like-ის დასმა — შესაძლებელია 20 სექტემბრამდე (19 სექტემბრის 23:59 საათამდე).

COVIDEO სექციის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ნახვა და მათი "მოწონება" კინოფესტივალის Facebook გვერდზეა შესაძლებელი.

BIAFF COVIDEO — მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექციის პროგრამა

  1. 1412, ანა ჯაფარიძე, საქართველო, 2020, 4.55 წთ.
  2. 20XX, გიორგი ქასრაშვილი საქართველო, 2020; 3 წთ.
  3. კოვიდი, ლანა ჭაღალიძე, საქართველო, 2020; 2 წთ.
  4. Es Regnet, ანა სარუხანოვა, საქართველო, 2020; 3,30 წთ.
  5. მამა, გიორგი გოგიჩიშვილი, საქართველო, 2020; 2.40 წთ.
  6. სახლში მარტო, ვალერი ფიფია, საქართველო, 2020; 2.25 წთ.
  7. კოცნა, სოფიო ჩხეიძე, საქართველო, 2020; 1.35წთ.
  8. მცირე რექვიემი ბებიასთვის, თამარა ბენაშვილი, საქართველო, 2020; 4.40 წთ.
  9. სარკე, გიორგი ქებურია, საქართველო, 2020; 5 წთ.
  10. ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია, ზურაბ ქავთარაძე, საქართველო; 2020; 2.30 წთ.
  11. ჩემი ფილმი, ირაკლი კიკვაძე, საქართველო, 2020; 2.10 წთ.
  12. ონლაინ გაკვეთილები, მარიშკა დიასამიძე, საქართველო, 2020; 2.20 წთ.
  13. თვითიზოლაცია, გივიკო ბარათაშვილი, საქართველო, 2020; 3.15 წთ.
  14. დარჩი შინ, დანილა ილიოშენკო, საქართველო, 2020; 3 წთ.
  15. როცა მარკერი მთავრდება, მერცი რთველაძე, საქართველო, 2020; 4.25 წთ.
  16. მოჩვენება, ნაგარაჯუ, ინდოეთი, 2020; 2.20 წთ.
  17. დურგას კარანტინი, მითეშ თეიქი, ინდოეთი, 2020; 1.50 წთ.
  18. სახლი, ანე როდრიგესი, მექსიკა, 2020; 2 წთ.
  19. კლაუდი, აურელია მენგინ რეუნიონი, 2020; 3.20 წთ.
  20. ჩემი დაბადების დღე, შაიან ნაგიბი, ირანი, 2020; 4.35 წთ.
  21. ბუნება ბრუნდება, ქრისტოფ კუნგი, საფრანგეთი/საქართველო, 2020; 2.20 წთ.
  22. სოციალური დისტანცია, ხორშიდ ალამი, ირანი, 2020; 1.30 წთ.
  23. ბოლო პერფორმანსი, დევიდ ფილიპსი, კანადა, 2020; 3 წთ.
  24. მოსაწვევი, მელთემ ქემილოღლუ, თურქეთი, 2020; 2.20 წთ.
  25. ღვინო დედასთვის — კარანტინი 2020, ვალერის ოლეჰნო, ლატვია, 2020; 2 წთ.

კინოფესტივალის მხარდამჭერები არიან ქალაქ ბათუმის მერია, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი; საქართველოს კულტურის, განათლების, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, ბათუმის დრამატული თეატრი, ბათუმის თოჯინების თეატრი, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო და ფრანგული ინსტიტუტი.

კინოფესტივალის სპონსორები არიან კინოთეატრი აპოლო, კომპანია ჯპს, სასტუმრო O.Galogre Boutique Hotel, სასტუმრო DOWNTOWN, ტურკომპანია ვანდერლენდი, შპს ბათუმის ავტოტრანსპორტი და შპს Legal Consulting Center.

კინოფესტივალის მედიაპარტნიორების სიაში კი შედიან საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია, რადიო ფორტუნა, ბათუმი ტვ, ფაბლისითი ჯგუფი, ჟურნალი ინდიგო, ჟურნალი კინო, Cinemania, AT.GE, ON.GE, Film New Europe, Cineuropa.org, გაზეთი ბათუმელები და netgazeti.ge.

ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალის შესახებ უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება ფესტივალის ვებსაიტიდან და Facebook გვერდიდან შეგიძლიათ.

ამავე თემაზე: