საერთაშორისო რეგულარულ საჰაერო მიმოსვლიაზე დაწესებული შეზღუდვები პირველ ნოემბრამდე გახანგრძლივდა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით მიხედვით, შეზღუდვები 2020 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით მოქმედებს.

უწყებაში განმარტავენ, რომ შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:

  • მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM);
  • პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG);
  • რიგა (ICAO-ს კოდი EVRA).

კორონავირუსთან დაკავშირებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 21 მარტიდან საჰაერო მიმოსვლა სრულად შეწყდა. რამდენიმე თვის განმავლობაში ფრენის უფლება მხოლოდ საქართველოს ავიახაზებს ჰქონდა, რომელიც სპეცრეისებს ასრულებდა.

მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდი აცხადებდა, რომ სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებები გრძელდებოდა და საქართველო იქნებოდა ერთ-ერთი პირველი მწვანე ზონის ქვეყანა, რომელიც საჰაერო საზღვრებს გახსნიდა, ასე არ მოხდა. მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საზღვრების გახსნა პირველი ივლისის ნაცვლად, 31 ივლისამდე გადაედო და ამის მიზეზად ეპიდსიტუაცია და ეკონომიკური ზარალი დაასახელა. ამის შემდეგ, იმავე მიზეზით, ფრენები რამდენჯერმე გადაიდო.

ამ დროისათვის საქართველოდან რეგულარული ფრენები გერმანიასთან, საფრანგეთთან და ლატვიასთან სრულდება. სხვა ქვეყნებთან სრულდება მხოლოდ ჩარტერული რეისები, რომლებსაც ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეები ჩამოჰყავს.

გაიგეთ მეტი: