ჩვენი საქართველო — სოლიდარობის ალიანსის აღმასრულებელ მდივანს, გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. On.ge-ს ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის პრესსამსახურმა დაუდასტურა.

მათივე ცნობით, გედევან ფოფხაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ, 12 სექტემბერს, მაღალი ტემპერატურით შევიდა.

ამავე პარტიის პოლიტიკურ მდივანს, ლევან გოგიჩაიშვილს და მის ცოლს Covid-19 რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდათ. პარტია ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის ლიდერები ამ დრომდე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.