დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის თქმით, ქვეყანაშ კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება. ამის შესახეb მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

"სახელმწიფო არის გაცილებით უფრო მეტად მომზადებული. ჯანდაცვის სისტემა არის გაცილებით უფრო მომზადებული. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრული კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას არ ვაპირებთ. სრულად აკონტროლებს მთავრობა სიტუაციას", — განაცხადა მეზვრიშვილმა.

გარდა ამისა, მან მოუწოდა მოსახლეობას, რომ ატარონ პირბადე, დაიცვან დისტანცია და არასაჭირო თავშეყრის ადგილებში არ იარონ.

საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov-ის ვებგვერდზე გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ჯერ განახლებული არაა.

14 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 2 392 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან უკვე 1 369 გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.

ამ ეტაპისთვის კარანტინშია 5 882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 390.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: