დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

საქართველოში კორონავირუსის 170 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 11 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მონაცემები StopCov-ზე განახლდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, დღეს დადასტურებული 170 შემთხვევის განაწილება შემდეგნაირია — 88 პაციენტი არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 50-ს აქვს მოგზაურობის ისტორია, 4 შემთხვევა საკარანტინე სივრცეში დადასტურდა, ხოლო დანარჩენი ცხელების ცენტრში დადასტურებული შემთხვევებია.

რაც შეეხება დადასტურებული შემთხევვების რეგიონების მიხედვით განაწილებას, ეზუგბაიას თქმით, 124 ახალი შემთხვევა აჭარას ეკუთვნის, 20 — თბილისს, 13 შემთხვევა იმერეთშია, 6 — სამეგრელო-ზემო სვანეთში, 3 გურიას ეკუთვნის, 3 — მცხეთა-მთიანეთს და 1 ცაგერს.

15 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 2 562 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან უკვე 1 381 გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.

ამ ეტაპისთვის კარანტინშია 6 633 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: