პოლიტიკური პარტიები ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, რესპუბლიკური პარტია, სახელმწიფო ხალხისთვის, ევროპელი დემოკრატები და თავისუფლება და პროგრესი საპარლამენტო არჩევნებში ბლოკის სახელით საერთო მაჟორიტარულ კანდიდატებს წარადგენენ.

  • მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის ოლქი — ცეზარ ჩოჩელი;
  • ბოლნისის, დმანისის, თეთრი წყაროსა და წალკის ოლქი — კახა ოქრიაშვილი;
  • ქარელის, ხაშურის, გორის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისისა და შინდისის ოლქი — ნატო ჩხეიძე;

  • ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქი — მანუჩარ კვირკველია;
  • ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის ოლქი — დოლარ ხაბულიანი.

"მოლაპარაკების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათაც ის მიზნები აქვთ, რაც ჰქონდა იმ პარტიებს, რომლებიც 2018 წლიდან იყვნენ გაერთიანებაში. წარდგენა იქნება საზეიმო", — აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ოპოზიციის გაერთიანების, ძალა ერთობაშიას ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი წევრის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ყველაზე მეტად "უშლის ნერვებს" ბიძინა ივანიშვილს. მისივე თქმით, დღეს ხელისუფლება ვერ შეიცვლება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გარეშე, თუმცა მხოლოდ მათი აქტიურობაც ვერ იქნება საკმარისი.

ოპოზიციის გაერთიანების პრემიერმინისტრობის საერთო კანდიდატი, მიხეილ სააკაშვილი.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. ცესკოს მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობისთვის 66 პარტია დარეგისტრირდა.