ჩვენს ქვეყანაში ბევრი ებრაელი უსაფრთხოდ ვერ გრძნობს თავს — ანგელა მერკელი
გერმანიაში მცხოვრები ებრაელების ცენტრალური საბჭოს 70 წლის იუბილეზე სიტყვით გამოსვლისას, ქვეყნის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, აღნიშნა, რომ გერმანელი ებრაელები კვლავ არ გრძნობენ თავს უსაფრთხოდ, გერმანიაში კი ანტისემიტიზმი "არასდროს გამქრალა".
"ჩვენს ქვეყანაში ბევრი ებრაელი უსაფრთხოებას და პატივისცემას ვერ გრძნობს. ეს ჩვენი დღევანდელი რეალობის ის ნაწილია, რომელიც დიდად მადარდებს", — განაცხადა მერკელმა ბერლინში გამართულ ცერემონიაზე გამოსვლისას.
ქვეყნის კანცლერი "სამარცხვინოს" უწოდებს იმ ფაქტს, რომ გერმანიაში ანტისემიტიზმი და რასიზმი "არასდროს გამქრალა", ამასთან, იგი დასძენს, რომ ბოლო დროს ამგვარი მსოფლმხედველობა "უფრო ხილვადი გახდა და შეზღუდვების გარეშე ვრცელდება".
ანტისემიტური შეთქმულების თეორიების აღზევება
სიტყვით გამოსვლისას მერკელმა ასევე აღნიშნა, რომ სოციალურ მედიაში ხშირია შეთქმულების თეორიების და სიძულვილის ტირაჟირება, რომლის სამიზნეც, უმეტესად, ებრაელი მოქალაქეები არიან.
"ამაზე არასდროს არ უნდა გავჩუმდეთ", — განაცხადა მერკელმა, რასაც აუდიტორიაში პასუხად ოვაცია მოჰყვა.
გერმანიის კანცლერმა ასევე გაიხსენა გასულ წელს მომხდარი თავდასხმა სინაგოგაზე ქალაქ ჰალეში. მისი თქმით, ეს მაგალითია, თუ "როგორ სწრაფად შეიძლება სიტყვა ქმედებად იქცეს".
"აუცილებლად უნდა ვებრძოლოთ იმ ჯგუფებს, რომლებიც შუღლს აღვივებენ ხალხის მიმართ", — ამბობს მერკელი.
იგი ასევე აღნიშნავს, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს ამ საქმეში კანონი. გასულ წელს გერმანიაში არაერთი ზომა შეიმუშავეს ქვეყანაში ანტისემიტიზმის აღსაკვეთად, მათ შორის, შეიქმნა ახალი კომიტეტის კაბინეტი, რომელიც კონკრეტულად ამ პრობლემაზეა კონცენტრირებული.
"ანტისემიტიზმი არის თავდასხმა ადამიანებზე, ადამიანთა მოდგმაზე, ადამიანის ინდივიდზე — იმიტომ, რომ იგი პირდაპირაა მიმართული მათი კონკრეტული ნიშნით გამორჩევისა და ღირსების შებღალვისკენ", — აცხადებს გერმანიის კანცლერი.
"ნაცისტური იდეები არ გაუჩინარებულა"
მერკელის გამოსვლამდე კრებას სიტყვით მიმართა საბჭოს პრეზიდენტმა, იოზეფ შუსტერმა, რომელმაც ასევე დაგმო ანტისემიტური განწყობები, მათ შორის ებრალების წინააღმდეგ მიმართული შეთქმულების თეორიები და დანაშაულებანი.
"ანტიებრაული შეთქმულების თეორიები, შუა საუკუნეების დარად, კვლავ ამოტივტივდა კორონავირუსის პანდემიის პერიოდში", — ამბობს შუსტერი, — "ნაცისტური იდეები კი არ გამქრალა".
გერმანიაში მცხოვრები ებრაელების ცენტრალური საბჭო ფრანკფურტში დაფუძნდა 1950 წელს. თავდაპირველად იგი ერთგვარი წარმომადგენლობა იყო ჰოლოკოსტს გადარჩენილი ებრაელებისა, რომელთა უმეტესობაც ქვეყნიდან განდევნილი იყო ან ახალშექმნილ ისრაელში წასვლას გეგმავდა. საბჭოს მეშვეობით ყოფილი ამერიკული, ფრანგული, ბრიტანული და საბჭოთა ზონებიდან 15 ათასი ებრაელი, ასევე გერმანიაში დაბრუნების მსურველი ლტოლვილი შეიკრიბა.
იმ პერიოდისთვის დასავლეთ გერმანიის 50 თემში 26 ათასამდე ებრაელი ცხოვრობდა, აღმოსავლეთ გერმანიაში კი, სადაც საბჭოთა სისტემა იყო, სულ ხუთი ებრაული თემი იყო 500-მდე მოსახლით.
შუსტერი საბჭოს შემქმნელებს "პიონერებს" უწოდებს.
"საიდან ეყოთ ამ ადამიანებს სიმამაცე და ოპტიმიზმი ყველაფრის თავიდან დასაწყებად?" — კითხულობს იგი, — "დამფუძნებლები პატივისცემას იმსახურებენ გერმანიაში ებრაული თესლის კვლავ გაღვივებისთვის".
იგი ასევე დასძენს, რომ პიონერები გერმანიას ენდობოდნენ და ქვეყანასთან მიჯაჭვულობა აკავშირებდათ.
საბჭო ამ დროისთვის არაერთ ებრაულ თემს აერთიანებს გერმანიის მასშტაბით. მთლიანობაში, წევრთა რაოდენობა 100 ათასს აღემატება და მოიცავს როგორც რელიგიურ, ასევე სეკულარულ ებრაელებს.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
კომენტარები