საერთაშორისო რესპუბლიკური ინტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, მომავალ კვირას რომ არჩევნები იყოს, 36% ხმას ქართულ ოცნებას მისცემდა, 15% ნაციონალურ მოძრაობას, 4% აქვთ ევროპულ საქართველოს, სტრატეგია აღმაშენებელსა და პარტიოტთა ალიანსს.

3% აქვს ლეიბორისტულ პარტიას, ხოლო 2% სამოქალაქო მოძრაობას, ლელოსა და გირჩს. 1% ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულ მოძრაობას მისცემდა ხმას, ხოლო სხვა პარტიებს 1%-ზე ნაკლები აქვთ.

23%-ს ამ დრომდე არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ პარტიას მისცემს ხმას.

დაახლოებით იგივე მაჩვენებელი აქვთ პარტიებს 2020 წლის ივნისის გამოკითხვაშიც.

კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2020 წლის 4-21 აგვისტოს პერიოდში. საველე სამუშაოები ჩატარდა "აიფიემის" მიერ. მონაცემები შეგროვდა მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს. გამოპასუხების მაჩვენებელი — 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.