ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელმა, ნიკა მელიამ TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ საკუთარ თავს ვერ ხედავს იმ გუნდში, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი.

"ვანო მერაბიშვილმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ ქვეყანაში მაშინ, როდესაც აბსოლუტურად განუკითხაობა იყო ქვეყანაში. ყაჩაღებისა და კრიმინალების ბოგინი იყო. ამას ვაფასებ და ვუფასებ, მაგრამ იმასაც ვაძლევ შეფასებას, რომ ბევრი რამე, რბილად რომ ვთქვათ, იყო ანტიკონსტიტუციური. მე პირადად, რაც მიმაჩნია მის მთავარ, დიდ შეცდომად, როდესაც ბატონი ახალგაზრდა გირგვლიანის ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, მას არანაირი მორალური უფლება არ ჰქონდა, რომ დარჩენილიყო თანამდებობაზე. სამწუხაროდ, იგი დარჩა თანამდებობაზე და ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ხალხმა ეს დაივიწყა, არადა, სინამდვილეში, ეს დაილექა და, როგორც დემოკრატიულმა ტალღამ, დაარტყა ყველაფერთან ერთად 2012 წელს", — განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, ვანო მერაბიშვილის ცოდნა უნდა გამოადგეს ქვეყანას, თუმცა მას, ასევე აქვს ე.წ. ნეგატიური გამოცდილება.