ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც დღეს ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატად დასახელდა, აცხადებს, რომ პოლიტიკოსი არ არის და არც აქვს სურვილი, რომ იყოს. მისი თქმით, უნდა ადამიანების იმედი იყოს. ჟორჟოლიანის განცხადებას მთავარი არხი ავრცელებს.

"დიახ, გადავწყვიტე ეს გამოწვევა მივიღო. ვიცი, რთული გზა იქნება, მაგრამ მარტივი არასდროს ამირჩევია. მაგრამ იქნება საინტერესო და ჩემი ერთადერთი მიზანია, შევქმნა ახალი კამპანია. მე არ ვარ პოლიტიკოსი და არც მინდა, ის გავხდე. მე მინდა, ვიყო ადამიანების იმედი, როგორც აქამდე ვიყავი", — ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

მთავარი არხის განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი კენჭს იყრის, ის რჩება ტელევიზიაში დარჩება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ძალა ერთობაშიას მაჟორიტარობის კანდიდატი სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის ოლქში ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება. ამის შესახებ ზაალ უდუმაშვილმა რეგიონებში მაჟორიტარების კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

ჟორჟოლიანი შეხვედრას არ დასწრებია. უდუმაშვილის განცხადებით, ის საარჩევნო კამპანიას რამდენიმე დღეში დაიწყებს.

ნანუკა ჟორჟოლიანი ჟურნალისტია. ის გადაცემა ნანუკას შოუს ავტორია, რომელიც მთავარ არხზე გადის. მანამდე ჟორჟოლიანი ტელეკომპანია რუსთავი 2-ში მუშაობდა.

გაიგეთ მეტი: