განახლებული კონფლიქტი, ჰაკერული თავდასხმა და აგრესიული რიტორიკა — რა ხდებოდა ყარაბაღში
27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება განახლდა. სომხეთი და აზერბაიჯანი პროვოცირებაში ისევ ერთმანეთს ადანაშაულებენ, თვითაღიარებული ყარაბაღი კი მომხდარზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აკისრებს. გთავაზობთ დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს განახლებად რეჟიმში.
გაფრთხილება: მასალა შეიცავს დაშავებულთა კადრებს
ინფორმაცია 13:46 საათისთვის
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა.
სომხეთში აცხადებენ, რომ სამხედრო მოქმედებების შედეგად 200 სამხედრო დაიჭრა. როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა, დაჭრილთა ნაწილი ერევანში ჩაიყვანეს.
შეტაკევების გამო ჰეიდარ ალიევის სახელობის ბაქოს საერთაშორისო აეროპორტი რეისებს აუქმებს.
ინფორმაცია 13:00 საათისთვის
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ახალი ვიდეომასალა გაავრცელა, რომელშიც მთიან ყარაბაღში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტი ჩანს.
ინფორმაცია 11:19 საათისთვის
თვითგამოცხადებული არცახის (ყარაბაღი) რესპუბლიკაში აცხადებენ, რომ საომარი მოქმედებების დროს სულ 31 სამხედრო დაკარგეს. როგორც რადიო თავისუფლების სომხური ბიურო იუწყება შეტაკებები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ამასთან, ყარაბაღში აცხადებენ, რომ სომხეთმა მანამდე დაკარგული პოზიციები აღიდგინა.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ყარაბაღში 550 სომეხი ჯარისკაცია გარდაცვლილი.
ინფორმაცია 01:10 საათისთვის
ამ დრომდე უცნობია დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი მონაცემები აზერბაიჯანული მხრიდან. აზერბაიჯანული უწყებები ამ საკითხზე ინფორმაციას არ ავრცელებენ. სომხეთი კი ამბობს, რომ მოწინააღმდეგემ 200-მდე მებრძოლი, 11 ჯავშანტექნიკა, 20 უპილოტო საფრენი და 30 ტანკი დაკარგა.
სომხეთმა გაავრცელა ვიდეო სახელად "აზერბაიჯანული მხარის პირველი დღის დანკარგები", რომლებშიც ისინი განადგურებულ ჯავშანტექნიკასა და დაღუპულ აზერბაიჯანელ სამხედროებს აჩვენებენ.
რაც შეეხება თავად სომხეთს, მათი განცხადებით, ყარაბაღში დაიღუპა 2 სამოქალაქო პირი და 16 ჯარისკაცი, ასევე, დაშავდა 30.
თვითგამოცხადებული არცახის რესპუბლიკის (ყარაბაღი) განცხადებით, 18 დაშავებული ყარაბაღიდან სომხეთში გადაიყვანეს, საიდანაც 7 სამოქალაქო პირია. მათი თქმით, მძიმედ დაშავდა ორსული ქალი.
მიმდინარე კონფლიქტს გამოეხმაურა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერიშმა მოუწოდა მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ბრძოლა. მან გააკრიტიკა ესკალაცია ყარაბაღის რაიონში და მხარებს აგრესიული რიტორიკის შეჩერება ურჩია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი წარმომადგენლები ორივე ქვეყნის ლიდერებს ესაუბრენ და ასევე, მოუწოდეს, შეწყვიტონ ომი და სხვა გზებით სცადონ ურთიერთობის დალაგება.
ინფორმაცია 00:15 საათისთვის (28 სექტემბერი)
ვრცელდება ვიდეოები, რომლებშიც, სავარაუდოდ, ჩანს, როგორ ბომბავს აზერბაიჯანი არცახს (ყარაბაღი).
თვითაღიარებული რესპუბლიკის ომბუდსმენის განცხადებით, აზერბაჯანის მხრიდან დაბომბვების შედეგად მძიმედ დაშავდა ორსული ქალი.
ინფორმაცია 23:45 საათისთვის
რადიო თავიუსფლების სომხური ბიუროს ინფორმაციით, თვითაღიარებული რესპუბლიკის, არცახის (ყარაბაღი) პრეზიდენტი აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან ერთად სამხედრო შეტაკებაში თურქული ჯარებიც ჩაერთო და ამის მტკიცებულებები აქვს. მისი თქმით, შეტაკებების დროს დაკარგეს პოზიციები და ათეულობით დაღუპული ჰყავთ.
ამ ეტაპზე თურქეთს და აზერბაიჯანს ამ საკითხზე განცხადება არ გაუვრცელებიათ.
ამავე თემაზე სომხეთის სოციალური მედიის ანალიტიკოსი ტვიტერზე ავრცელებს ვიდეოს, რომელშიც მისი თქმით, აზერბაიჯანშია გადაღებული და ჩანს სირიელი ტერორისტების გადაადგილება. მისი თქმით, ამაში თურქეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტის ხელი ურევია.
სომხური მხარე ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანის მხრიდან გარდაცვლილია 200 ადამიანი და მათ ხელში ჩაიგდეს 11 ცალი ჯავშანტექნიკა.
სომხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა მოწოდება მოსახლეობისადმი, არ უპასუხონ უცხო ზარებს, რომლებიც პროვოკაციულ შეტყობინებებს ტოვებენ.
ერევანში, სოლიდარობის ნიშნად, სომხეთის დედის ძეგლს თვითაღიარებული ყარაბაღის დროშა მიანათეს და #StopAliev დააწერეს.
ინფორმაცია 22:50 საათისთვის
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოუწოდა სომხეთის მოსახელობას, რომ გამოვიდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ სომხეთში მიმდინარე მოვლენების გამო. მანვე აღნიშნა, რომ უფრო თურქეთი უფრო მეტ სოლიდარობას გამოხატავს ბაქოს მიმართ.
Armenpress-ის ინფორმაციით, ყარაბაღიდან სომხეთში 18 დაჭრილი გადაიყვანეს, მათგან 8 სამოქალაქო პირია. მათი თქმით, უმეტესობა ნატეხებისგანაა დაშავებული.
სომხურ საინფორმაციო სააგენტოებს ჰაკერები დაესხნენ თავს. მათ ვებგვერდებზე გამოჩნდა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიდეო, რომელშიც ის აცხადებს, რომ ყარაბაღი ოკუპირებულია. სომხეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ხარვეზი მალე აღმოიფხვრა და ისინი ეხმარებიან სააგენტოებს.
ინფორმაცია 20:10 საათისთვის
სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ პაშიანიანის განცხადებით, არცახის თვითაღიარებული რესპუბლიკის (ყარაბაღი) აღიარების საკითხი სომხეთს დღის წესრიგში დგას.
"ეს საკითხი დღის წესრიგში იდგა და დგას. გადავდგამთ ამ ნაბიჯს თუ არა? ეს სერიოზულად უნდა განვიხილოთ. შესაძლოა, დაიწყოს საზოგაოდებრივი განხივლაც", — განაცხადა პაშინიანმა.
თვითაღიარებული ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 აზერბაიჯანული თვითმფრინავი, 20-მდე უპილოტო საფრენი აპარატი და 30 ტანკი გაანადგურეს.
სომხეთის პრემიერმინისტრის ცოლი საომარი მოქმედებების ზონაში, არცახში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან ფეისბუქგვერდზე გაავრცელა.
სომხეთში სისხლის ჩამბარებელ პუნქტებთან რიგები დგას. მოსახლეობა სისხლის ბანკის მარაგს ავსებს.
ინფორმაცია 19:45 საათისთვის
რადიო თავისუფლების სომხური ბიუროს ინფორმაციით, თვითაღიარებული არცახის რესპუბლიკის, ყარაბაღის ომბუდსმენის განცხადებით, ბოლო მონაცემებით დაიღუპა 2 და დაშავდა 30-ზე მეტი სამოქალაქო პირი. მისივე თქმით, დიდია მატერიალური ზარალი.
კრემლის ინფორმაციით, სომხური მხარის ინიციატივით სომხეთის პრემიერმინისტრსა და რუსეთი პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
კავკასიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი ყარაბაღის კონფლიქტში მონაწილე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ამ კოფლიქტს გადაჭყრა საომარი მოქმედებებით ვერ მოხდება.
აპატურაის განცხადებით, ნატო ღრმად შეშფოთებულია ფართომასშტაბიან სამხედრო შეტაკებებით და მხარებს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს.
საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ მოუწოდა.
ინფორმაცია 18:50 საათისთვის
სომხეთის განცხადებით, შეტაკებებისას მათი მხრიდან დაიღუპა 16 და დაშავდა ასეულობით ადამიანი. ამ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი, შუშან სტეპანიანი ავრცელებს.
აზერბაიჯანის ზოგიერთ ქალაქში და რეგიონში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა.
სამხედრო მდგომარეობის გამო ბაქოში, განდჯში, გაიგელში და ევლახში დაწესდა კომენდანტის საათი, ღამის 12 საათიდან.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომხურ პოზიციებზე განხორციელებული შეტევის ახალ ვიდეოს ავრცელებს.
ინფორმაცია 18:10 საათისთვის
რადიო თავისუფლების სომხური ბიუროს ინფორმაციით, სომხეთსა და ყარაბაღში სისხლის შეგროვება დაიწყეს. ჯანდაცვის სამინისტრომ მოუწოდა მოქალაქეებს, შეავსონ სისხლის ბანკის მარაგი.
თვითაღიარებული არცახის რესპუბლიკის (ყარაბაღის) ე.წ.-მა საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, რომელშიც, მათ თქმით, აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდებაა ასახული.
ვრცელდება კადრები, რომლებშიც ჩანს, როგორც გადაადგილდება ყარაბაღში სომხური ჯავშანტექნიკა. ასევე, გავრცელდა აზერბაიჯანული არტილერიის დაბომბვის კადრები.
სოციალურ ქსელში მომხმარებლები ავრცელებენ დაზარალებულების ფოტოებს. მათი ნაწილი ამაში სომხეთს, ნაწილი კი აზერბაიჯანს ადანაშაულებს.
მომხდარს ეხმაურებიან ევროპარლამენტარებიც. ლუკას ფურლასმა და მაიკლ გელერმა მხარდაჭერა სომხეთს გამოუცხადეს და აღნიშნეს, რომ აზერბაიჯანმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სამხედრო შეტაკებები.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. რუსეთის უწყების გავრცელებული ინფორმაციით, სერგეი ლავროვმა შეშფოთება გამოთქვა მიმდინარე მოვლენების გამო.
ინფორმაცია 17:10 საათისთვის
OSCE-ს მისიამ, რომელიც სპეციალურად ყარაბაღის კონფლიქტის დასარეგულირებლად არის შექმნილი მოუწოდა მხარეებს შეწყვინონ ცეცხლი.
თურქეთმა კონფლიქტის პროვოცირებაში ოფიციალურად დაადანაშაულა სომხეთი და აზერბაიჯანს დახმარებას დაჰპირდა. სომეხმა დეპუტატმა, გარო პაილანმა კი მოუწოდა თურქეთს "შეეშვას ცეცხლში ნავთის დასხმას" და მომლაპარაკებლის ფუნქცია შეითავსოს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის დამხმარის, ხიქმეთ გაჯიევის განცხადებით, ახლა მათი მიზანი მთიანი ყარაბაღის დაბრუნებაა.
აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სროლის შედეგად დაშავდა 14 სამოქალაქო პირი.
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მათ ჯარში დიდი საბრძოლო ენთუზიაზმია.
რომის პაპმა ყოველკვირეული ვიდეომიმართვისას ყურადღება გაამახვილა ყარაბაღის კონფლიქტზე და მოუწოდა მხარეებს, უარი თქვან პრობლემის ძალისმიერი გზით მოგვარებაზე.
ევროსაბჭოს ხელმძღვანელმა, შარლ მიშელმა მოუწოდა მხარეებს შეწყვიტონ ცეცხლი და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს.
ინფორმაცია 15:30 საათისთვის
აზერბაიჯანში ინტერნეტზე წვდომა შეზღუდეს. როგორც ოფიციალური უწყება განმარტავს, ამის მიზეზი "სომხეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი პროვოკაციების" არიდებაა.
თვითაღიარებულ ყარაბაღში უარყოფენ რუსული სპუტნიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 6 დასახლებული პუნქტი აზერბაიჯანელებმა აიღეს. ინფორმაცია სოფლების აღების შესახებ აზერბაიჯანული მედიის ეთერში წამყვანმა ტირილით გამოაცხადა.
ადგილობრივი ომბუდსმენის განცხადებით, დაშავებულია ათეულობით სამოქალაქო პირი და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მზადა არიან ნებისმიერი ფორმით ხელი შეუწყონ ყარაბაღში დეესკალაციას და რეგიონში მშვიდობის დამყარებას.
ინფორმაცია 14:20 საათისთვის
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცახდებით, არიან დაღუპულები, როგორც სამხედროებს, ასევე, სამოქალაქო პირებს შორის, თუმცა განცხადებაში ზუსტი რიცხვი დასახელებული არ არის.
თვითაღიარებული ყარაბაღის უსაფრთხოების სამსახურის მდივნის, სამველ ბაბაიანის ინფორმაციით, სამხედრო დაპირისპირებისას დაიღუპა მათი 10 სამხედრო მოსამსახურე. ადგილობრივი ომბუდსმენის განცხადებით კი, აზერბაიჯანული მხარის შეტევისას სამოქალაქო პირები გარდაიცვალენ და 2 დაიჭრა. მისი თქმით, გარდაცვლილია ქალი და ბავშვი.
ბეგლარიანის განცხადებით, დაბომბილია დასახლებული პუნქტები, მათ შორის სკოლები. სომხურ მედიაში ვრცელდება ფაქტის ამსახველი ფოტოები.
სომხეთსა და ყარაბაღში სამხედრო მდგომარეობა და საერთო მობილიზაცია გამოცხადდა.
მომხდარს გამოხმაურება მოყვა საერთაშორისო მასშტაბით. თურქეთმა მხარი ისევ აზერბაიჯანს დაუჭირა და პროვოცირებაში სომხეთი დაადანაშაულა. რუსეთმა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მომხდარზე შეშფოთება გამოთქვა და მხარეებს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.
მთიან ყარაბაღში კონფლიქტი ბოლო თვეებში რამდენჯერმე გამწვავდა. სომხეთი და აზერბაიჯანი ტერიტორიასთან დაკავშირებით უკვე 40 წელია, დავობენ. ივლისში კონფლიქტმა სხვა ადგილას, საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე იფეთქა და მინიმუმ 16 ადამიანი დაიღუპა, რასაც ბაქოში დიდი აქცია მოჰყვა "სრული მობილიზაციისა და ტერიტორიის დაბრუნების" მოთხოვნით.
-
გადახედვადაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA დაუშვებელია, მივიღოთ კანონი, რომლის უკან გაწვევისკენ მოგვიწოდებენ ცივილიზებული სამყაროს წევრი ქვეყნები — GPBA
-
გადახედვადღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას დღეს, 20 აპრილს, 5 საათზე, გაიმართება ქალების მარში — ქალები ვირჩევთ ევროპას
-
გადახედვავდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება ვდებთ პირობას, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, მოქალაქეებს არ ექნებათ შეხება ნიღბიან სპეცრაზმელებთან — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
კომენტარები