ტრამპი 10 წელი გადასახადებს არ იხდიდა, 2016-2017 წელს კი მხოლოდ $750 გადაიხადა — NYT
ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფედერალური საშემოსავლო გადასახადის სახით, როგორც 2016, ასევე 2017 წელს მხოლოდ 750 დოლარი გადაიხადა. ამის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება The New York Times-მა ჩაატარა.
გამოცემის ცნობით, ტრამპი ბოლო 10 წლის განმავლობაში გადასახადებს საერთოდ არ იხდიდა, ძირითადად იმიტომ, რომ ის უფრო მეტ ფულს კარგავდა, ვიდრე იგებდა. მედიამ მისი საგადასახადო დეკლარაციის 20 წლის მონაცემები მოიპოვა, მათ შორის, ასობით იმ კომპანიისა, რომელიც პრეზიდენტის ბიზნესს ორგანიზაციას წლების მანძილზე აყალიბებდა. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ტრამპი აგრესიულად ცდილობდა გადასახადებისგან თავის არიდებას, მიუხედავად იმისა, რომ მას სხვადასხვა ბიზნესიდან ასობით მილიონი შემოსავალი უფიქსირდება.
NYT-ის საპასუხოდ, ტრამპის ორგანიზაციის იურისტმა ალან გარტენმა, განაცხადა, რომ "ამ ფაქტების უმეტესობა, თუ ყველა არა, არაზუსტია". მან გამოცემას იმ დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვა, რომელზე დაყრდნობითაც ეს ინფორმაცია გაავრცელა, თუმცა მედიამ წყაროს დაცვის მიზნით, ჩანაწერების მიწოდებაზე უარი განაცხადა.
"ბოლო წლების განმავლობაში, ტრამპა მილიონობით დოლარი გადაუხადა ფედერალურ მთავრობას, მათ შორის მილიონობით პირადი გადასახადი მისი კანდიდატურის გამოცხადების, ანუ 2015 წლის შემდეგ", — განაცხადა გარტენმა.
ამას გამოეხმაურა დონალდ ტრამპიც. მისი თქმით, მედიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია "ფეიკ ნიუსია", რადგან იგი გადასახადებს იხდიდა. მიუხედავად ამისა, მან დეტალურად საუბარს თავი აარიდა. ტარმპმა განაცხადა, რომ გამომდინარე იქიდან, დეკლარაციებს საგადასახადო უწყება შეისწავლის, იგი საჯარო მას შემდეგ გახდება, რაც აუდიტი დასრულდება.
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები