ედი რედმეინი როულინგისადმი მიმართულ სიძულვილის ტალღას გმობს
ედი რედმეინმა, რომელიც ჰარი პოტერის სპინოფში, ჯადოსნური არსებები და სად ვიპოვოთ ისინი, მთავარ როლს ასრულებს, როულინგის ბოლოდროინდელ განცხადებებს მოყოლებული სიძულვილის ტალღა დაგმო. მისი თქმით, იგი შეშფოთებულია მწერლისადმი მიმართული "ლანძღვის კორიანტელით" და დასძენს, რომ როულინგის განცხადებებზე გამოხმაურება სოციალურ ქსელებში "სრულიად ამაზრზენია".
რედმეინი ჯადოსნური ცხოველების მესამე ფილმის გადასაღებ მოედანზე Daily Mail-ს ესაუბრა. ფილმის ერთ-ერთი სცენარისტი და თანაპროდიუსერი როულინგია. როგორც რედმეინი აღნიშნავს, მწერლის განცხადებების შემდეგ მან როულინგს პირადად მისწერა.
მიუხედავად ამისა, რედმეინმა ტრანსთემის წევრი თავისი მეგობრები და კოლეგები, რომელთაც "ყოველდღიურად უხდებათ დისკრიმინაციასთან გამკლავება", დაიცვა. მსახიობი დასძენს: "ამასთან, ინტერნეტსივრცეში ტრანსადამიანებისადმი მიმართული სიძულვილის და დამცირების საზიზღარი ტალღა კვლავ დაუცხრომელია, ტრანსთემის მდგომარეობა რეალურ სივრცეში კი — კიდევ უფრო მძიმე".
გასულ თვეებში ჰარი პოტერის შემქმნელი, ჯოან როულინგი, კრიტიკის ქარცეცხლში მას შემდეგ გაეხვა, რაც სოციალურ მედიაში ტრანსფობიური განცხადებები გააკეთა. მოგვიანებით, მან 2 000-სიტყვიანი ესე გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იყო. ამავე ტექსტში მან გენდერისა და სქესის აღქმის საკითხებზე ისაუბრა, თუმცა ესეს კიდევ უფრო კრიტიკული გამოხმაურება მოჰყვა. მის საპასუხოდ ჰარი პოტერის ვარსკვლავებმა, მათ შორის ედი რედმეინმაც, ტრანსადამიანებისადმი მხარდასაჭერი განცხადებები გაავრცელეს.
"მე ვარ ის, ვისაც ორივესთან ჰქონია შეხება — როულინგთანაც და ტრანსთემის წევრებთანაც — ამიტომ, მსურს, ჩემი პოზიცია ღიად გამოვხატო. მე არ ვეთანხმები ჯოს შეხედულებებს. ტრანსგენდერი ქალები ქალები არიან, ტრანსგენდერი კაცები კი — კაცები; ასეთივე აღიარებას იმსახურებენ არაბინარული იდენტობის მქონე ადამიანებიც".
ედი რედმეინმა 2015 წელს ტომ ჰუპერის ფილმში დანიელი გოგო ტრანსგენდერი ქალი, მხატვარი ლილი ელბი, განასახიერა, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც სქესის შეცვლის ოპერაცია ჩაიტარა. მიუხედავად იმისა, რომ ცისგენდერი კაცის მიერ ტრანსგენდერი ქალის როლის შესრულების ფაქტი გააკრიტიკეს, რედმეინი ამ როლისთვის ოსკარზეც კი იყო წარდგენილი.
როულინგის განცხადებებს გამოეხმაურნენ დენიელ რედკლიფი, ემა უოტსონი, კეტი ლიუნგი და ევანა ლინჩიც. ყველა მათგანმა დაუფარავად გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა ტრანსადამიანებისადმი.
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი აქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
გადახედვააშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები აშშ-ის სახდეპი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოისმინოს გაფრთხილებები
-
გადახედვაპრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი! პრეზიდენტი: პროვოკაციისა და დაძაბვის დრო არაა, დღეს არ მთავრდება ეს პროტესტი!
-
გადახედვაკანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს კანცელარიასთან დაძაბულობის ფონზე, შსს განცხადებას ავრცელებს
კომენტარები