სამთავრობო კომისიამ აზერბაიჯანთან საზღვრის მონაკვეთები ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეათანხმა — POG
საქართველოს პროკურატურა აცხადებს, რომ სამთავრობო კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას, რამაც საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის დაკარგვა ანდა სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, გამოძიების დაწყებას საფუძვლად 2020 წლის 17 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია დაედო, რომელიც საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას შეეხებოდა.
"თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.
მოცემული ეტაპისთვის გამოძიება, სხვა საკითხებთან ერთად, სწავლობს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესში მონაწილე საქართველოს სამთავრობო კომისიის ცალკეული ექსპერტების ქმედებების კანონიერებას", — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, 9 სექტემბერს სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში კარტოგრაფიული ექსპერტიზა დაინიშნა, რომელშიც მოქმედ ექსპერტებთან ერთად აკადემიური სფეროს წარმომადგენელი მეცნიერები და გეოდეზიისა და კარტოგრაფიის დარგის წამყვანი სპეციალისტები არიან ჩართული.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე ათეულობით პირი გამოიკითხა.
აღსანიშნავია, რომ 24 სექტემბერს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის დროს, ქართულმა და აზერბაიჯანულმა მხარემ საზღვრის დელიმიტაციასა და ახალ კარტოგრაფიულ მასალებზე ისაუბრეს. დელიმიტაცია გულისხმობს მომიჯნავე სახელმწიფოებს შორის საზღვრის ხაზის განსაზღვრას, რაც დაფიქსირებულია საერთაშორისო ხელშეკრულებაში და გრაფიკულად არის გამოსახული თანდართულ რუკაზე
-
-
გადახედვაბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო ბრიტანულმა კომპანიამ "უჩინმაჩინის ფარის" გაყიდვა დაიწყო
-
გადახედვაNASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს NASA-ს ხელმძღვანელის თქმით, ჩინეთი კოსმოსში გასაიდუმლოებულ სამხედრო ექსპერიმენტებს ატარებს
-
გადახედვატეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს ტეილორ სვიფტის ბრიტანელმა ფანებმა ყალბი ბილეთებით $1 მილიონზე მეტი იზარალეს
-
-
გადახედვააპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 მილიონ 300 ათას ლარზე მეტია გაწერილი
-
გადახედვამეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს მეცნიერებმა გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ქრცვინის კლონები შექმნეს
-
გადახედვაროგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა როგორია ჰიპოთეზური ნაწილაკი, რომელიც "სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს" — კვლევა
-
გადახედვაჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს — რა ვიცით მათზე
-
-
გადახედვაზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტის საბოლოო პროექტი მომზადდა — რას ითვალისწინებს
-
-
-
გადახედვაNASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო NASA-ს ზონდმა იუპიტერის თანამგზავრზე ლავის ტბა დააფიქსირა — ნახეთ ვიდეო
-
-
-
გადახედვაკობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე კობახიძე: თბილისში 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი აშენდება, შევიტანთ განაცხადს 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე
-
გადახედვასაოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის რაიონში უკანონოდ დააკავეს საქართველოს 2 მოქალაქე
-
გადახედვა25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს 25 აპრილს საქართველოში, შესაძლოა, 38 გრადუსი დაფიქსირდეს
-
-
გადახედვაემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა ემინემმა 16-წლიანი სიფხიზლის აღსანიშნად ინსტაგრამზე მონეტის ფოტო გააზიარა
კომენტარები