სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ქართულ ოცნებას ტოვებს. მთავარ არხთან სატელეფონო საუბრისას გოგაშვილი წასვლის მიზეზებზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ პარტიის თავმჯდომარემ ამის შესახებ იცის და მისი გადაწყვეტილება კარგად მიიღო.

"განცხადება გაკეთდა და, ალბათ, აღმასრულებელი მდივანი მერე მიხედავს იმ პროცედურებს შეჩერებას სტატუსის, დამფუძნებლის და პარტიის წევრის. მიზეზებზე საუბარი მომავლისთვის გადავდოთ. ბიძინა ივანიშილთან მქონდა წასვლის მიზეზებზე საუბარი. ავუხსენი მიზეზები, ყველაფერი, გასაგები იყო მისთვის, წარმატებები მისურვა და, ასე ვთქვათ, ძალიან კარგად დავშორდით", — განაცხადა გოგაშვილმა მთავარი არხის ეთერში.