პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, პარტიული დებატები იქნება, თუმცა მას ხშირ შემთხვევაში ამისთვის დრო არ აქვს და გადაწყვეტილებას პარტია მიიღებს. გახარია აღნიშნავს, რომ ის არასდროს გაქცევია არანაირ შინაარსობრივ დისკუსიას.

"საერთოდ, პოლიტიკური დებატები, მათ შორის, პარტიული დებატები, საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ამასთან ერთად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს დებატები უნდა იყოს საქმიანი, შინაარსობრივი და, რაც მთავარია, სიმართლეზე დაფუძნებული. საუბარია პარტიულ დებატებზე, ხშირ შემთხვევაში, ამისთვის, სამწუხაროდ მე დრო არ მაქვს. ეს დებატები შედგება, ამას გადაწყვეტს პარტია, მე არასდროს გავქცევივარ არანაირ შინაარსობრივ დისკუსიას, მით უმეტეს, ბატონებისგან [მამუკა ხაზარაძე, გიორგი ვაშაძე]", — განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია პარტიულ პოლიტიკურ დებატებში სტრატეგია აღმაშენებლის დამფუძნებელმა, გიორგი ვაშაძემ და ლელოს ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ გამოიწვიეს.