ქარტიამ დაადგინა, რომ ნიკა ლალიაშვილი ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დაადგინა, რომ ნიკოლოზ ლალიაშვილი, რომელიც ამჟამად ტელეკომპანია იმედის დირექტორია, ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა ბიზნესის სიახლეების ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია, რის გამოც, საბოლოოდ, ისინი იძულებული იყვნენ, არხი დაეტოვებინათ.
საუბარია 2019 წლის მოვლენებზე, რა დროსაც ლალიაშვილი იმედის გენერალური დირექტორის მოადგილე იყო, ხოლო მაესტრო იმედის ჰოლდინგში შედიოდა. ჟურნალისტები, რომელთა მიმართაც ქარტიის მე-2 პრინციპის დარღვევა დადგინა გადაცემის აღმასრულებელი პროდიუსერი და წამყვანი ანა ცხოვრებოვა და ჟურნალისტები ნინო კვინტრაძე, მარიამ მჭედლიშვილი, გიგა ბენია და ნუცა შუბაშვილი არიან.
ქარტიის მე-2 პრინციპი: "დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ".
გადაცემა ბიზნეს სიახლეები ეთერში ბოლოს 2019 წლის 28 თებერვალს გავიდა. სწორედ მაშინ პირდაპირ ეთერში გადაცემის წამყვანმა, ანა ცხოვრებოვამ ისაუბრა გადაცემის დახურვისა და სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის შესახებ.
ცხოვრებოვას თქმით, პირველი შეხვედრა, სადაც ლალიაშვილმა "ხელისუფლების მიმართ კრიტიკულობის გამო" ცალკეული სიუჟეტი გააკრიტიკა, 2019 წლის 24 დეკემბერს შედგა. როგორც ჟურნალისტი ამბობს, შეხვედრა ლალიაშვილის ინიციატივით გაიმართა. მან ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას საქმის განხილვისას შეხვედრის აუდიოჩანაწერიც მიაწოდა.
ჟურნალისტის არგუმენტზე, რომ იგი ამბებს აშუქებს დაბალანსებულად, ნიკოლოზ ლალიაშვილი პასუხობს: "ეგ სიტყვა დაივიწყე, გეხვეწები რა, დაბალანსებული დაივიწყე რა, დაბალანსებული ნიშნავს რა უსუნოს, უგემოს, სტერილურს, ცუდია დაბალანსებული".
ამასთან, ქარტიის მიერ გავრცლეებული შეხვედრის ტრანსკრიპტიდან ირკვევა, რომ ჟურნალისტი არ ეთანხმება და ეკითხება ლალიაშვილს, თუ რატომ უნდა თქვას უარი ამბების ობიექტურად გაშუქებაზე. ლალიაშვილი პასუხობს, რომ არიან ომში და თუ ჟურნალისტი უარს იტყვის მის მითითებაზე, არ დაიცვას ბალანსი, ის "დეზერტირია".
ნიკოლოზ ლალიაშვილი: ჰოდა, ახლა შევდივართ აქტიური ომის ფაზაში, ყველა ჩვენი მოწინააღმდეგე, დაწყებული...
ანა ცხოვრებოვა: მე არა ვარ ფრონტის ხაზზე, ჩემი აზრით.
ლალიაშვილი: არ შეიძლება შენ თქვა, რომ არ ხარ ფრონტის ხაზზე, როცა შენი ჯარი, მე ვარ შენი ჯარი, ჩვენ, იმედი ვართ ერთი გუნდი, ჩვენ თუ ვამბობთ და შენ ამბობ — "მე არ ვომობ" — ეგ არის დეზერტირობა, მაგას ჰქვია დეზერტირობა.
ცხოვრებოვა: მაშინ სხვადასხვა რაღაცას ვფიქრობთ, ასე გამოდის.
ლალიაშვილი: ჰოდა, არ მინდა სხვადასხვა რაღაცა რომ ვიფიქროთ, რა, შენ ხარ იმედის ნაწილი, ხარ?
ცხოვრებოვა: კი.
ლალიაშვილი: აცნობიერებ რომ შენ ხარ "იმედელი"? იმედის ნაწილი თუ ხარ, შენი ნაწილი.
ცხოვრებოვა: ოღონდ იმედის ნაწილი გავხდი არა იმიტომ, რომ ვიღაცამ თავის დროზე დამასაქმა იმისთვის, რომ რამე ბრძოლაში უნდა ჩავბმულიყავი, არამედ დამასაქმეს ჩემი პროფესიული "სქილების" ხარჯზე და იმ პროდუქტის საკეთებლად, რასაც ვაკეთებდი და ცუდად არ ვაკეთებ.
ლალიაშვილი: გასაგებია, შენ დაგასაქმეს იმის გამო, რომ ხარ მაგარი პროფესიონალი. შენ შემოხვედი ამ ორგანიზაციაში, ეს ორგანიზაცია ჩაება ბრძოლაში, რომლის ყველა მოწინააღმდეგე დამდგარია და ურტყამს იმედს, იმედი არის ბოლო ციტადელი მაგათთვის რა, ჩვენი მოწინააღმდეგეებისთვის, როგორც კონკურენტებისთვის, ბიზნეს კონკურენტებისთვის, როგორიც არის მთავარი არხი, რუსთავი 2, ა.შ. ნუ ძირითადად მთავარი არხი, ასევე პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისთვის, რომელთაც ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა არ მოწონს. ამ ომში არის მთელი ორგანიზმი, ხვდები? "დაჟე" [ამასთან] გართობა, პროდაქშენი, ნიუსზე ხომ ლაპარაკი არ არის, პოლიტიკური თოქ-შოუები, მთელ, აი, ამ ფრონტში შენ თუ ამბობ, რომ მე, ძმაო, პაციფისტი ვარ და მე, ძმებო, არ ვომობ...
ცხოვრებოვა: მე ნამდვილად არ ვომობ. ჩემთვის "ოფერი" [შემოთავაზება], რომ რამე ომში უნდა ჩავბმულიყავი არ ყოფილა, ეს არის პირველი.
ლალიაშვილი: ამიტომ გელაპარაკები, მე მესმის, რომ ამ "ოფერს" [შემოთავაზება] შენ ვინ შემოგთავაზებდა, მაშინ არ იყო ომი, ომი ახლა დაიწყო, თან, რა არის, იცი? მე როგორც ვაკვირდები, სამწუხაროდ, ჩემი პროგნოზით, ეს ომი უფრო მწვავე და უფრო vivid [ნათელი] გახდება უახლოეს თვეებში, ანუ ბევრად უფრო საგიჟეთი იქნება. მათ შორის მთავარი დარტყმა იქნება ეკონომიკურ თემებზე.
ანა ცხოვრებოვა საუბრობს კიდევ ერთ შემთხვევაზე, როცა ნიკა ლალიაშვილმა მას ტელეფონით დაურეკა და მოსთხოვა, გადაცემაში არ გაეშვათ კონკრეტული სიუჟეტი, რომელიც მაღლივის საბაგიროს ეხება. როგორც იგი ამბობს, ლალიაშვილმა მიზეზად დაუსახელა, რომ "მერიაში ნერვიულობენ".
აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით On.ge-მ სცადა ნიკა ლალიაშვილთან დაკავშირება, თუმცა მან ჩვენს ზარებსა და შეტყობინებებს არ უპასუხა.
TV პირველთან ნიკა ლალიაშვილი ამბობს, რომ თვითონ "დაბალანსება" არის ცენზურის მცდელობა.
"ეს იმედი სხვა არხებისგან განსხვავებით ფეიქნიუსებით არ ვაჭრობს, შესაბამისად იმედი აჩვენებს სიმართლეს. სიმართლის დაბალანსება კი ნიშნავს იმას, რომ უნდა დააბალანსო ტყუილით, ამიტომაც ჩვენ ბალანსის პოლიტიკას არ ვაღიარებთ, ამიტომაც არ მოვუწოდებთ ჩვენს ჟურნალისტებს, რომ ამ გზით წავიდნენ", — აღნიშნა ლალიაშვილმა.
მისივე თქმით, სარედაქციო პოლიტიკა პოლიტიკის ნაწილში ეფუძნება ერთ მთავარ პრინციპს — "არა ნაციონალურ მოძრაობას".
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები