ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ამტკიცებს, რომ "ბრალი დასდეს" თითქოს ბოლო მოდელის Iphone აქვს და ეს სიცრუეა. მისი თქმით, iPhone 11 Pro აქვს და ეს ბოლო მოდელი არ არის, რადგან iPhone 12 გამოვიდა. თუმცა, ეს მოდელი Apple-ს ჯერ ოფიციალურად არ გამოუშვია.

მიტროპოლიტის განმარტებით, ტელეფონის ეს მოდელი იმიტომ აქვს, რომ "კამერა იარაღია" და მას შეუძლია დაზუმვით გადაიღოს, რაც სურს. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.