ავტოსტოპით მგზავრობისას ტრაილერის მძღოლმა ქალს კარი ჩაუკეტა და გაუპატიურებით ემუქრებოდა
9 ოქტომბერს, გორის გზაზე ტრაილერის მძღოლმა ავტოსპოტპზე მდგარი ქალი თბილისამდე გაიყოლა, მოგვიანებით კი სექსუალური ხასიათის საუბარი დაუწყო, ფსიქოლოგიურად იძალადა და გაუპატიურებით ემუქრებოდა.
როგორც On.ge-ს ქალის მეგობარი, ნუკა გაბრიჩიძე უყვება, მძღოლი ჯერ ქალს დაუმეგობრდა, ეხუმრებოდა, შემდეგ კი მარიხუანა მოაწევინა და სექსი შესთავაზა. ნუკა ამბობს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუპატიურებით ემუქრებოდა.
როგორც ის გვიყვება, მეგობართან ბოლო კონტაქტის დროს ქალმა უთხრა, რომ გორთან, გზატკეცილზე იმყოფებოდა და მარიხუანა მოწია. მისი თქმით, ამის შემდეგ, დაახლოებით, 40 წუთის განმავლობაში მეგობართან კონტაქტი არ ჰქონია, შემდეგ კი მიიღო მესიჯი, სადაც ქალი შველას ითხოვდა.
"მანამდე მიყვებოდა, რა სიტუაცია იყო მანქანაში. მძღოლს გათბობა ჰქონდა ჩართული და ფანჯრები აწეული, მიუხედავად იმისა, რომ სითბო იყო. მოგვიანებით ჩემი მეგობარი მიხვდა, რომ სპეციალურად გააკეთა, რათა უფრო იოლად გაბრუებულიყო და წინააღმდეგობის გაწევის უნარი აღარ ჰქონოდა. უხამსად ესაუბრებოდა და ეუბნებოდა, რას უპირებდა, დასცინოდა, ხანაც პირიქით, ამშვიდებდა, რომ არ შეშინებოდა", — ამბობს ნუკა.
მისივე ინფორმაციით, ქალმა მანქანის გაჩერება და კარის გაღება მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, კი გადახტომით დაიმუქრა. ნუკას თქმით, ამაზე მძღოლმა უპასუხა, რომ კარი დაკეტილია და თუ გადახტება, ვერაფერს მიაღწევს, რადგან თავს დაარტყამს და მოკვდება.
ნუკა გვიყვება, რომ ქალი შეშინებული იყო და დახმარებისთვის მას მიმართა. ნუკამ 112-ში დარეკა და აღნიშნავს, რომ პოლიციამ რეაგირება სწრაფად მოახდინა.
"ჩემი მეგობარი პატრულს ტელეფონზე ისე ელაპარაკებოდა, რომ კაცი ვერ მიმხვდარიყო, ვინ იყო, რადგან ეშინოდა, მობილური არ წაერთვა. პატრული ეკითხებოდა, სად იყო, ეს კის და არას პასუხობდა. როცა პოლიციელები მიხვდნენ, რომ შედარებით ახლოს იყვნენ, ტელეფონის იმ ტიპისთვის გადაეწოდება სთხოვეს, მაგრამ იმან არ იცოდა, რომ პატრული იყო და გინება დაუწყო, ვინ ხართო. როცა უთხრეს, რომ პოლიცია იყო და სასწრაფოდ გაეჩერებინა, იმან ჩემს მეგობარზე უპასუხა, გიჟია და რაღაცები მოეჩვენაო. გაუჩერა და ჩამოსვა, თვითონ წავიდა", — გვიყვება ნუკა გაბრიჩიძე.
მისივე თქმით, მძღოლმა მანქანა მცხეთის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერა, ქალი ჩამოსვა და თვითონ გზა გააგრძელა. პატრული მალევე მივიდა და ქალი კრიმინალურ პოლიციაში გადაიყვანეს, თუმცა ტრაილერს პოლიცია აღარ გაყვა. ნუკას თქმით, გზაში სამართალდამცავები ქალს დასცინოდნენ და ერთ-ერთმა თქვა — "დღეს უკვე მეასეა მსგავსი საქმე".
პოლიციაში მისვლის შემდეგ, ნუკას მეგობარი ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ნუკას თქმით, პოლიციის თანამშრომლები მას დასცინოდნენ და ჰკითხეს, როცა კაცმა სექსზე საუბარი დაიწყო, ეს მან შეთავაზებად მიიღო თუ მუქარად. როგორც ნუკა ამბობს, ქალის პასუხის შემდეგ, რომ ეს მუქარად აღიქვა, პოლიციის თანამშრომელმა დააზუსტა, რომ ეს შეთავაზება იყო.
როგორც ნუკა ამბობს, როცა მცხეთის პოლიციაში ჩავიდა, მოითხოვა, მისი მეგობარი ჯერ არ გამოეკითხათ, რადგან არაფხიზელ მდგომარეობაში იყო. პოლიციისგან კი პასუხად მიიღო, რომ ქალი ზრდასრულია და თავად გადაწყვეტს, როგორ მოიქცეს. მანამდე ქალს ნუკასთვის უკვე მიწერილი ჰქონდა, რომ პოლიციაში ცუდად ექცეოდნენ და დასცინოდნენ, ამიტომ ნუკამ გენინსპექციაში დარეკა. ის აღნიშნავს, რომ ამ ზარის შემდეგ პოლიციაში სიტუაცია გამოსწორდა.
ნუკა და მისი მეგობარი პოლიციამ უკვე გამოკითხა. ქალის უფლებებს ორგანიზაცია საფარი იცავს.
On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ საქმეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით იძიებენ, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. რაც შეეხება პოლიციელების ქმედებას, უწყებაში ამ დრომდე არ აქვთ პასუხი, დაიწყეს თუ არა ამ ფაქტის შესწავლა.
ნუკას ინფორმაციით, ბრალდებული უკვე დაკავებულია და მისი მეგობარი დღეს ამოცნობაზე წაიყვანეს. შსს-ში აცხადებენ, რომ თუ ამ თემასთან დაკავშირებით თუ რაიმე სიახლე ექნებათ, ყველასთვის ცნობილი გახდება.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები