მერი ვბრძანდები, დიახ! ვიცი ისიც, რომ თავი უნდა შევიკავო და ვამბობ, რომ არასწორი ვქენი — ვარდმანიძე ჟურნალისტის გინებაზე
ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე, რომელმაც ბათუმელების ჟურნალისტს აგინა ამბობს, რომ არასწორად მოიქცა და თავი უნდა შეეკავებინა. მისი მტკიცებით, ინციდენტისას ნასვამ მდგომარეობაში არ იყო.
"მერი ვბრძანდები, დიახ! ვიცი ისიც, რომ თავი უნდა შეიკავო და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არასწორი ვქენი, ნამდვილად", — განუცხადა მან ჟურნალისტებს.
TV პირველის ჟურნალისტმა მერს მისი გინების ჩანაწერი ჩაურთო, რომელსაც ვარდმანიძემ არ მოუსმინა და განაცხადა:
"არ ვუსმენ, იმიტომ, რომ მოსმენილი მაქვს".
ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა ეს საქციელი მერისგან მისაღები, ვარდმანიძე პასუხობს:
"ის არის ნორმალური, რომ ტელევიზია ტყუის?"
რაც შეეხება უკანონო მშენებლობას, მერი ამბობს, რომ იმ ადგილას, სადაც მშენებლობა დაიწყო, მანამდე მამამისის სახლი იდგა. მისი განმარტებით, სახლი დაიბზარა და აღდგენის ნაცვლად მისი დაშლა და ხელახლა მშენებლობა გადაწყვიტა.
გამოცემა ბათუმელებმა ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე ჟურნალისტს აგინებს. მათი ინფორმაციით, ხელვაჩაურის მერის გაღიზიანება მოჰყვა შეკითხვას, რატომ გადაადგილდება ის ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში მერიის, ანუ სახელმწიფოს ავტომანქანით, რასაც კანონი კრძალავს.
როგორც ბათუმელები წერს, ვარდმანიძემ ჟურნალისტი სიტყვიერად შეურაცხყო და მას შემდეგ, რაც მიიღო შენიშვნა, რომ არჩეულ მერს, არ აქვს უფლება, მოქალაქეებსა და ჟურნალიტებს ასე ესაუბროს, კიდევ უფრო აგრესიული გახდა და უცენზურო გინებაზე გადავიდა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია შეშფოთებას გამოხატავს ვარდმანიძის საქციელის გამო და მიიჩნევს, რომ ეს საქციელი ეწინააღმდეგება თანამდებობის პირთა ეთიკურ პრინციპებს და ახალისებს ჟურნალისტების მიმართ აგრესიას. მათი თქმით, მერმა პასუხი უნდა აგოს ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო.
-
-
გადახედვაყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა ყალბი ჯანმრთელობის ცნობა 2000 დოლარის სანაცვლოდ — სუსმა რუსთავის პოლიკლინიკის დირექტორი და ექიმი ამხილა
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
კომენტარები