დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, ვინც კოვიდინფექცია დაამარცხა, პლაზმა ჩააბარონ. როგორც მან რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, მათ პლაზმა ექვსი კრიტიკული პაციენტის შემთხვევაში გამოიყენეს და ექვსივე მათგანი გადარჩა.

"სამწუხაროდ, ჩვენ გვეკითხებიან ჟურნალისტები და პაციენტები, თუ ასეთი კარგია, რატომ არ იყენებთო. იმიტომ, რომ დონორები არ გვყავს, არ მოდიან. მე მინდა მივმართო ყველას, ვინც გადაიტანა და ახლა გამოჯანმრთელებულია, მოგვმართონ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრს ან მიმართონ იმ დაწესებულებას, სადაც იმკურნალეს, და ჩააბარონ პლაზმა. ამით ისინი გააკეთებენ უდიდეს სიკეთეს და გადაარჩენენ სხვის სიცოცხლეს", — განაცხადა ცერცვაძემ.

14 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან, ყველაზე მეტი, 297 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა.

ჯამში საქართველოში კორონავირუსის სულ 13 521 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან, 7 159 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით სულ 109 გარდაიცვალა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: