პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ნოემბერში ეტაპობრივად გაიხსნება პირდაპირი რეისები როგორც თბილისის მიმართულებით, ისე ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით.

ასევე, გახარიამ აღნიშნა, რომ ოტომბრის ბოლოდან უკვე არსებულ, მიუნხენისა და პარიზის რეისებს ფრენები დაემატება. მისივე თქმით, ოქტომბერში რეისების დამატება დამკვირვებლების შემოყვანაშიც დაგვეხმარება.