"ბოროტებისა და მავნებლობის კიდევ ერთი გამოვლინება. მორიგ ჯერზე ამტკიცებენ, რომ ნაცები ვირუსის მხარეს დგანან!" — ასე ეხმაურება ქართული ოცნების პარტიული სიის მეხუთე ნომერი, მამუკა მდინარაძე ბათუმში ენმ-ს ორგანიზებულ ხალხმრავალ აქციას.

წინასაარჩევნო პერიოდში ხალხმრავალ შეხვედრებსა და ღონისძიებებს ქართული ოცნებაც მართავდა. ოპონენტების პასუხად ისინი აცხადებდნენ, რომ იცავენ რეკომენდაციებს და დისტანციას.

16 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 15 327 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 7 613 უკვე გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა — 124.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის დღეს დადასტურებული 887 შემთხვევიდან ყველაზე მეტი, 342 არის აჭარაში დაფიქსირდა. მისივე თქმით, 277 — თბილისი, 198 — იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი — 22, გურია — 11, შიდა ქართლი — 12, ქვემო ქართლი — 3, მცხეთა მთიანი — 10, კახეთი — 7, სამცხე-ჯავახეთი — 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 2.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:

სამეგრელო-ზემო-სვანეთი -22, გურიაში 11, შიდა ქართლი 12, ქვემო ქართლლი 3, მცხეთა მთიანი 10, კახეთი -7. სამცხე-ჯავახეთი -3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 2