დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ახალციხის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 13 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამასთან, მოძიებულია ინფიცირებულთა კონტაქტები, რომლებიც კარანტინსა და იზოლაციაში არიან გადაყვანილი. ინფორმაცია თავდაპირველად სამხრეთის კარიბჭემ გაავრცელა.

როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში On.ge-ს განუცხადეს, ამჟამად ახალციხეში სასწრაფოს ეკიპაჟები ადიგენიდან და ასპინძიდან არის მობილიზებული.

20 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა — 328.

სულ ქვეყანაში 19 857 შემთხვევაა დაფიქსირებული. ამათგან 8 666 პაციენტი გამოჯანმრთელდა და 158 გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმშია 6 407 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 2 862; კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები — 1420.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: