იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ თანამდებობა დატოვა. On.ge-ს საბჭოში დაუდასტურეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიქაუტაძე დღეს პლენუმმა უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს. არსებული კანონმდებლობით, ეს საბჭოს მდივნის თანამდებობასთან შეუთავსებელია და მიქაუტაძეს პოსტის დატოვება სწორედ ამიტომ მოუწია.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ მდივანს საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 30 ოქტომბერს დაანონსებულ მოსამართლეთა რიგგარეშე აირჩევენ.

მიქაუტაძე იმ ე.წ. კლანის წევრია, რომელზეც არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიცია საუბრობს.

"როგორც ჩანს საპარლამენტო არჩევნებისთვის სასამართლო სისტემა სერიოზულად ემზადება, რაშიც ვგულისხმობ იმას, რომ ინტენსიურად მიმდინარეობს თანამდებობების დაკავების და როლების გადანაწილების პროცესი", — აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი.