არ შეგეშინდეს ცვლილებების — ჩცდ-ის შემქმნელები არჩევნებზე წასვლისკენ მოგვიწოდებენ
"ისევ ცვლილებების დრო მოვიდა, რომელსაც ჩვენთვის მაშინაც კი კარგი მოაქვს, როცა ჩვენ ასე არ გვგონია", — ეუბნება სამ ახალგაზრდას ქალი, რომელიც წინასაარჩევნოდ შექმნილი ვიდეორგოლის პროტაგონისტია.
ვიდეორგოლის რეჟისორი გიორგი ლიფონავაა, სცენარი კი ქეთი დევდარიანს ეკუთვნის. მასში ერთგვარად ქართული სახელმწიფოებრიობის მოკლე ისტორიაა მოთხრობილი, რათა მაყურებელს შეახსენოს, რამდენი ბრძოლა, რევოლუცია და შრომა დასჭირდა ქვეყანას ამ დრომდე მოსასვლელად — დამოუკიდებლობის მოპოვებიდან ვარდების რევოლუციამდე, ვარდების რევოლუციიდან 2012 წლის არჩევნებამდე.
ვიდეო ერთგვარი შეტყობინებაა არჩევნებისადმი პესიმისტურად განწყობილი ადამიანების, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდებისათვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათი ხმა ვერაფერს შეცვლის და "შეუჩვეველ ჭირს შეჩვეული ჯობია".
"ახლა გვინდა კარგი პარლამენტი", — ამბობს ქალი, რომლის როლსაც მსახიობი ია შუღლიაშვილი ასრულებს, — "აი, სასამართლოზე კანონს რომ მიიღებენ, ან რაიმე გრანდიოზულს. ეჰ, მაშინ დაგვაჟრიალებს და შემოვკრავთ ტაშს, როგორც დამოუკიდებლობის გამოცხადების დროს. თუ რამე მაშინებს, არის სტაგნაცია და თუ რამე მახარებს — არის ცვლილებები, რომელიც არის უკეთესი ხვალინდელი დღე ჩემთვის და თქვენთვის ხომ არის და არის".
ქეთი დევდარიანი და გიორგი ლიფონავა ასევე არიან შემქმნელები პოპულარული ქართული სატელევიზიო სერიალისა ჩემი ცოლის დაქალები, რომელიც ზაფხულის შემდეგ შეჩერებულია. "მაგნიტური დასასრულის" მქონე მე-16 სეზონმა ბევრი კითხვა გააჩინა, მათ შორის უმთავრესი კი ახალი სეზონის დაბრუნების თარიღს უკავშირდება, თუმცა პასუხი ამაზე მხოლოდ არჩევნების შემდეგ გვექნება.
"ახალ სეზონზე ჯერ ზუსტ პასუხს ვერ გეტყვით, არჩევნების ჩავლის შემდეგ განიხილება ეს", — ამბობს სერიალის პროდიუსერი, ირაკლი საღინაძე, On.ge-სთან საუბარში, — "არხზე მაუწყებლობა ამჟამად წინასაარჩევნო პერიოდზეა მორგებული, აქედან გამომდინარე, მიჭირს პასუხის გაცემა კითხვაზე. არჩევნების შემდეგ დავსხდებით დამფუძნებლები, პროდიუსერები და გადავწყვეტთ ამ საკითხს".
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
კომენტარები