რუსთავში გარდაცვლილი 21 წლის ახალგაზრდა კოვიდგამოჯანმრთელებული იყო. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

"3 ოქტომბერს იგი მოთავსდა საკარანტინე სივრცეში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო. საკარანტინე პერიოდის გასვლის შემდეგ მოხდა მისი PCR ტესტირება და დაუდგინდა კოვიდინფექცია. შემდგომში მოხდა მისი საკარანტინე სასტუმრო სივრცეში მასთან მიმართებაში მეთვალყურეობის გაგრძელება ექიმის მიერ და პროტოკოლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მოხდა მისი გაწერა 25 ოქტომბერს. შესაბამისად, მინდა აღვნიშნო, ხაზი გავუსვა ცალსახად, რომ აღნიშნული პირი იყო კოვიდგამოჯანმრთელებული", — განაცხადეს ჯანდაცვის სამინისტროში.

უწყებამ აღნიშნა, რომ მას კოვიდინფექციით გარდაცვლილისს პროტოკოლის შესაბამისად არ დაკრძალავენ.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსთავში 21 წლის კოვიდგამოჯანმრთელებულის გარდაცვალების სავარუდო მიზეზი გულის გაჩერებაა.