ამ წუთიდან ქართული ოცნების წევრი არ ვარ — ჯაჭვლიანი მმართველ პარტიას ტოვებს
მკლავჭიდის ეროვნული ფედრაციის პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის განცხადებით, იგი ქართულ ოცნებას ტოვებს. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.
"ახლა, დღეიდან, ამ წუთიდან, ქართული ოცნების წევრი მე არ ვარ. იმ ზონდერ-ბრიგადის წევრი მე ვერასოდეს ვერ ვიქნები. ეს რეჟიმი უნდა წავიდეს. ეს რეჟიმია, აბა რა არის?", — განაცხადა ჯაჭვლიანმა.
მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის გამგეობის სხდომაზე დაპირისპირება 17 ოქტომბერს მოხდა. ფედერაციის პრეზიდენტის, სოსო ჯაჭვლიანის გადადგომის მოთხოვნით მწვრთნელებისა და სპორტსმენების ნაწილი სხდომაზე შევიდა და მას წყალი და ბოთლები ესროლა.
სექტემბრის დასაწყისში მწვრთნებელმა განაცხადეს, რომ სოსო ჯაჭვლიანს აქამდე პრემიებს უნაწილებდნენ, თუმცა იმის გამო, რომ ახლა ამ თანხას აღარ აძლევენ, ის მათ ჩანაცვლებას აპირებს.
საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, გენადი კვიკვინია ამბობდა, რომ პრემიის ნაწილი, რომელიც სპორტსმენებსა და მწვრთნელებს სახელმწიფოსგან ერიცხებოდათ, ჯაჭვლიანთან "მეგობრულად" მიჰქონდათ. მისივე განცხადებით, თავიდან, როცა ჯაჭვლიანი ფედერაციის პრეზიდენტად დაინიშნა, თავის საქმეს კარგად აკეთებდა, ამიტომ მწვრთნელებმა გადაწყვიტეს, თავიანთი წილი საკუთარი კეთილი ნებით ჯაჭვლიანისთვის გაეყოთ. ბოლო დროს კი, კვიკვინიას თქმით, სოსო ჯაჭვლიანს ფედერაციისთვის არაფერი გაუკეთებია და კორონავირუსის პერიოდშიც არ დაინტერესებულა, რა მდგომარეობა აქვთ სპორტსმენებს.
რამდენიმე დღის წინ კი, სოსო ჯაჭვლიანმა ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ისაუბრა იმაზე, რომ მას პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და თბილისის მერ კახა კალაძესთან შეხვედრა სურდა. ჯაჭვლიანის თქმით, მის ცოლს ქუჩაში "ვიღაც ნიღბიანი" დახვდა და დაემუქრა.
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
კომენტარები