ლეიბორისტული პარტიის მოლაპარაკებების მაგიდის ფორმატში გაერთიანებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვით ქართულ ოცნებასთან კოალიციურ მთავრობას არ შექმნიან. ხელმომწერი პარტიების განცხადებით, ქართული ოცნების 8 წლიანმა მმართველობამ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები მნიშვნელოვნად დაასუსტა. მათივე თქმით, მათ შორის, სასამართლო სისტემის პოლიტიზირებითა და პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოყენებით.

"ზიანი მიაყენა საქართველოს სტრატეგიულ ეკონომიკურ პერსპექტივებს, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეჩერებითა და დასავლელი ინვესტორების პროექტიდან ხელოვნურად ჩამოშორებით", — აცხადებენ ოპოზიციაში.

ისინი დარწმუნებულები არიან, რომ ქართველი 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს.