მთავარი არხის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების მიხედვით, 17:00 საათის მონაცემებით, მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებას 41% აქვს, ნაციონალური მოძრაობა — ძალა ერთობაშიას 33%, ევროპულ საქართველოს 5%, ხოლო ლელოს — 4%.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, კვლევა IPSOS-ს დაუკვეთეს და შედეგების მიხედვით, 3% აქვთ სტრატეგია აღმაშენებელსა და გირჩს, ხოლო 2% პატრიოტთა ალინსსა და ლეიბორისტულ პარტიას. 1-1% კი ალეკო ელისაშვილის მოქალაქეებს და ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულ მოძრაობას.

მთავარი არხის კვლევის მიხედვით, სხვა პარტიებმა 1%-იანი ზღვარი ვერ გადალახეს.

გარდა ამისა, ტელეკომპანიამ ცალკე დაასახელა თბილისის შედეგები, რომლის მიხედვით, ქართულ ოცნებას 35% აქვს, ქართულ ოცნებას 30%, გირჩს 8%, ლელოს 7%, ევროპულ საქართველოსა და სტრატეგია აღმაშენებელს 4-4%, ხოლო პატრიოტთა ალიანსს, ლეიბორისტულ პარტიასა და ალეკო ელისაშვილის მოქალაქეებს 2-2%. 1% აქვს ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულ მოძრაობას.

მთავარი არხის ინფორმაციით, გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა, პირისპირი ინტერვიუების სახით ჩატარდა და სულ გამოიკითხა 3 000 რესპონდენტი და ცდომილების ზღვარია +/-3%. კვლევა IPSOS საფრანგეთმა ჩაატარა.

გაიგეთ მეტი:

ეგზიტპოლების შესახებ

არჩევნების დღეს ეგზიტპოლები დამოუკიდებელმა ორგანიზაციებმა, მედიებმა და ISFED-მა ჩაატარეს. მათი შედეგები 8 საათზე გავრცელდა.

  • წელს არჩევნებზე ეგზიტპოლს ამერიკულ კომპანია Edison Research ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით ატარებს.
  • მთავარი არხისთვის ეგზიტპოლებს ატარებს ფრანგული კომპანია IPSOS.
  • რუსთავი 2-სთვის ეგზიტპოლებს ბრიტანული კვლევითი კომპანია Survation ატარებს.
  • ტელეკომპანია იმედის დაკვეთით კი ეგზიტპოლებს ამერიკული კომპანია Public Opinion Strategies ატარებს.

არჩევნების დღეს ხმებს პარალელურად ითვლის არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაც (ISFED).

ედისონს საქართველოში სხვადასხვა დროს აქვს ეგზიტპოლი ჩატარებული. იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, IPSOS 2019 წელს ატარებდა კვლევას საქართველოში სასამართლო რეფორმების შესაფასებლად. Survation და Public Opinion Strategies კი საქართველოში ეგზიტპოლებს პირველად ატარებენ.