წინასწარი მონაცემებით, დათვლილია უკვე ხმების 96,85%. პროპორციულ სიებში, ამ ეტაპისთვის ხმების 48,06 პროცენტით ქართული ოცნება ლიდერობს. ნაციონალურმა მოძრაობამ კი 27,7 პროცენტი აიღო.

დანარჩენ პარტიებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

  • ევროპული საქართველო — 3,79%
  • ლელო — 3,18%
  • პატრიოტთა ალიანსი — 3,18%
  • სტრატეგია აღმაშენებელი — 3,15%
  • გირჩი — 2,92%
  • მოქალაქე — 1,34%
  • ლეიბორისტული პარტია — 1%

ერთ პროცენტზე ნაკლები აქვს ნინო ბურჯანაძის დემოკრატიულ მოძრაობას.

ცესკოს პირველადმა შედეგებმა ოპოზიციის კრიტიკა და გაღიზიანება გამოიწვია. პოლიტიკური პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგები რეალობას არ ასახავს. გვიან ღამით ისინი ცესკოს ოფისთან შეიკრიბნენ და გააპროტესტეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

დღეს, პირველ ნოემბერს 16:00 საათზე ოპოზიცია საპროტესტო აქციას გეგმავს, სადაც გაჟღერდება მათი გეგმებისა და მოთხოვნების შესახებ.

გაიგეთ მეტი ეგზიტპოლების შედეგებზე: