ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მისული ამომრჩევლის ხმები 25 საათის შემდეგ სრულად დათვალა. დათვლილია 3 847 საარჩევნო უბნის ყველა ოქმი.

არჩევნებზე მოქალაქეების 56,11%-იანი აქტივობა დაფიქსირდა. ამ დროის მონაცემებით, მე-10 მოწვევის პარლამენტში შედის 9 პარტია. ესენი არიან:

  1. ქართული ოცნება — 48,15%;
  2. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — ძალა ერთობაშია — 27,14%;
  3. ევროპული საქართველო — 3,78%;
  4. ლელო — 3,15%;
  5. სტრატეგია აღმაშენებელი — 3,15%;
  6. პატრიოტთა ალიანსი — 3,14%;
  7. გირჩი — 2,89%;
  8. ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები — 1,33%;
  9. ლეიბორისტული პარტია — 1%.

დღეს, 16:00 საათიდან ოპოზიცია პარლამენტთან აქციას მართავს. ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ სადეპუტატო მანდატებზე უარს იტყვიან, რათა რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს. აი რას ამბობენ 8 ოპოზიციური პარტიის ლიდერები ცესკოს მიერ გამოცხადებულ წინასწარ შედეგებზე.

ამავე თემაზე: