ევროპული საქართველო პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს. გარდა ამისა, პარტიაში მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურშიც არ მიიღებს მონაწილეობას.

როგორც პარტიის ლიდერმა, დავით ბაქრაძემ თქვა, ისინი არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებენ. დავით ბაქრაძის თქმით, არჩევნებზე იყო ამომრჩევლის მოსყიდვა, ხელით გადაკეთებული ოქმები და დაშინება.

"ამიტომ ჩვენი შეფასება არის მკაფიო, ეს არჩევნები არ იყო არც თავისუფალი და არც სამართლიანი და ეს არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ჩვენ ყველამ ვიმსჯელეთ და მივიღეთ ერთსულოვანი გადაწყვეტილება, ევროპული საქართველო უარს ამბობს შევიდეს პარლამენტში, რომლის ლეგიტიმურობასაც არ აღიარებს", — განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ეს რიგითი პროტესტი და ბოიკოტი არაა. ევროპულ საქართველოში ამბობენ, რომ მათი ბოიკოტის მიზანი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა.