პატრიოტთა ალიანსის აღმასრულებელი მდივანი, გოჩა თევდორაძე აცხადებს, რომ პარტია არ აპირებს პარლამენტში შესვლას და არჩევნების შედეგების გასაბათილებლად აქციებს გეგმავენ.

"ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასეთი არჩევნებით მოწვეულ პარლამენტში არ შევიდეთ და არ მივიღოთ მონაწილეობა, თავისთავად ცხადია რომ ჩვენ ვეცდებით, მივაღწიოთ იმას, რომ ბათილად იქნას ცნობილი ამ არჩევნების შედეგები და დაინიშნოს განმეორებითი არჩევნები, ვიწყებთ ფართომასშტაბიან აქციებს", — ამბობს გოჩა თევდორაძე.

მანდატებზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება უკვე გამოაცხადა ევროპულმა საქართველომ. დღის განმავლობაში იგეგმება სხვა პარტიების განცხადებებიც. ოპოზიცია კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობას და რიგგარეშე არჩევნებს ითხოვს.