ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ განაცხადა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობას არ ცნობენ და პარლამენტში არ შევლენ. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს.

პარლამენტში არ შევა, ასევე, ევროპული საქართველო. პარტიაში თქვეს, რომ ისინი არჩევნებს ლეგიტიმურად არ სცნობენ და არც მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას. ამასთან, პარლამენტში შესვლაზე უკვე თქვა ლელომ. ასევე, პარლამენტში არ შევა არც გირჩი.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდა. პარლამენტის არჩევნები წელს პირველად პროპორციულთან მიახლოებული, 120/30-ზე სისტემით გაიმართა. ცესკოს გამოცხადებულ შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს და პერმანენტულად აქციებს გეგმავს. პარტიების ნაწილი ამბობს, რომ სადეპუტატო მანდატებზე უარს იტყვიან, რათა რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს.

ახალი საარჩევნო სისტემით, პარლამენტში პროპორციული სიისთვის 120 მანდატია გათვალისწინებული. ცესკოს ახლანდელი მონაცემებით, ეს მანდატები პარტიების მოპოვებული ხმების მიხედვით ასე უნდა გადანაწილებულიყო:

  • ქართული ოცნება — 48,15% — 61 მანდატი;
  • ნაციონალური მოძრაობა და ძალა ერთობაშია — 27,14% — 35 მანდატი;
  • ევროპული საქართველო — 3,78% — 5 მანდატი;
  • ლელო — 3,15% — 4 მანდატი;
  • სტრატეგია აღმაშენებელი — 3,15% — 4 მანდატი;
  • პატრიოტთა ალიანსი — 3,15% — 4 მანდატი;
  • გირჩი — 2, 89% — 4 მანდატი;
  • მოქალაქეები — 1,33% — 2 მანდატი;
  • ლეიბორისტული პარტია — 1% — 1 მანდატი.