ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ფაშინიანის განცხადების შემდეგ, სომხეთში მოქალაქეები მთავრობის სახლში შეიჭრნენ
ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადების შემდეგ, მოქალაქეები მთავრობის სახლში შეიჭრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Liveuamap ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მომიტინგეები ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ.
დღეს ფაშინიანმა განაცხადა, რომ ყარაბაღის ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან დეკლარაციას ხელი მოაწერა. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუქზე დაპოსტა. ფაშინიანის ინგლისურენოვანი თარგმანი გამოცემა armenpress-მა გაავრცელა.
"ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება მივიღე. რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოვაწერე დეკლარაციას პირველი საათიდან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ. დეკლარაციის ტექსტი, რომელიც გამოქვეყნდა უკიდურესად მტკივნეულია პირადად ჩემთვის და ჩემი ხალხისთვის. ეს გადაწყვეტილება არსებული სიტუაციის ღრმა ანალიზის საფუძველზე მივიღე. ასევე, რწმენით, რომ ეს საუკეთესო შესაძლო შედეგია. ამ ყველაფრის შესახებ უახლოეს დღეებში მივმართავ ერს. ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ დამარცხებაც არ არსებობს, სანამ საკუთარ თავს არ თვლი დამარცხებულად. ჩვენ თავს არასოდეს ვცნობთ დამარცხებულებად და ეს უნდა გახდეს ჩვენი ეროვნული ერთიანობის ამოსავალი წერტილი", — განაცხადა ფაშინიანმა.
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოსკოვის დროით 10 ნოემბერს 00:00 საათიდან ამოქმედდება.
მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთი და აზერბაიჯანი პროვოცირებაში ერთმანეთს ადანაშაულებედნენ, თვითაღიარებული ყარაბაღი კი მომხდარზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აკისრებდა.
რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე ორჯერ შეთანხმდნენ, თუმცა ზავი ორივეჯერ მალევე დაირღვა. ბაქომ და ერევანმა ცეცხლის შეწყვეტაში ისევ ერთმანეთი დაადანაშაულეს.
DW.com-ის ინფორმაციით, ყარაბაღის კონფლიქტისას სომხეთის მხრიდან 974 სამხედრო და 37 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. აზერბაიჯანის მხრიდან დაღუპული სამხედროების ზუსტი რიცხვი უცნობია, თუმცა ბაქო აცხადებს, რომ მათი მხრიდან 56 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300-ზე მეტი კი დაშავდა.
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
-
-
გადახედვანაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა ნაფიცმა მსაჯულებმა 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს პირს, რომელმაც მეზობელი მოკლა
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
კომენტარები