პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის თანამშრომლობის წინაპირობა არჩევნების შედეგების პატივისცემაა. ამის შესახებ მან ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"დასათმობი აქ არავის არაფერი აქვს. ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და შემდგომი თანამშრომლობის წინაპირობა არის რომ ყველა მხარემ, ქართულმა ოცნებამ და ოპოზიციამ პატივი სცეს იმ შედეგებს, რომელიც არჩევნების შედეგების დათვლით გამოვლინდა და ცესკომ გამოაქვეყნა", — განაცხადა თალაკვაძემ.

როგორც თალაკვაძემ თქვა, ეუთო/ოდირის მისიის წარმომადგენლებს არჩევნების მეორე ტურის ჩატარებაზე ისაუბრეს. მისი თქმით, ისინი მზად არიან დიალოგისთვის, თუ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს პატივს სცემს.