ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების ლიდერების ამერიკის ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრის შემდეგ ოპოზიცია ისევ ერთიანია და მოთხოვნები უცვლელი.

"შეხვედრაზე მიმდინარე საუბრების დეტალიზაცია მოლაპარაკებების შეთანხმების თანახმად მედიასთან არ მოხდება, მაგრამ შემიძლია სიამაყით აღვნიშნო, რომ ასეთი ერთიანი ქართული ოპოზიცია, რომელი, თუნდაც ამ წუთშია, მე არ მინახავს. ყველა დგას იმ პოზიციაზე, რაზეც ვიდექით. ოპოზიცია ისევ ერთიანია, მოთხოვნები უცვლელი. ელჩები ვერ დაგავალებენ ვერაფერს, ისინი შუამავლობას ახდენენ და ცდილობენ, მოლაპარაკებებში ჩართულ მხარეთა პოზიციები დააახლოონ ერთმანეთთან და მიიღონ შედეგი", — განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა ნათელაშვილმა.

რაც შეიძლება ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძისა და მისი თანაგუნდელების განცხადებით, მოლაპარაკებების წინაპირობა ოპოზიციის მიერ არჩევნების შედეგების აღიარებაა, ნათელაშვილის თქმით, შეხვედრაზე თალაკვაძეს ეს გაუხმოვანებია.

ამ წუთებში პოლიტიკური პარტიის ლიდერები აშშ-ს ელჩს, კელი დეგნანს ხვდებიან. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრას ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ქართული ოცნებიდან, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეც ესწრება.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს. რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით, ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს მართავენ. მომდევნო აქცია რუსთაველის გამზირზე ზეგ, 14 ნოემბერსაა დაგეგმილი.