გირჩის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლებასთან რომ შეხევდრა შედგა, უკვე კარგია. მისი თქმით, დღე მათ პოზიციები გაცვალეს და მომდევნო შეხევდრაზე შეთანხმდნენ.

"ზოგადად ასეთი შეხვედრა რომ დგება, უკვე არის წარმატება, იმიტომ, რომ მე პირადად მაქვს ის პრობლემა — 4 წელია ხელისუფლების წარმომადგენელთან არ მისაუბრია არსად, ამიტომ ლაპარაკი რომ დავიწყეთ, უკვე კარგია", — განაცხადა ჯაფარიძემ.

პოლიტიკური პარტიის ლიდერების შეხვედრა აშშ-ს ელჩ კელი დეგნანთან ამ წუთებში დასრულდა. შეხვედრას ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ქართული ოცნებიდან, პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეც ესწრებოდა. შეხვედრიდან პირველი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი გამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიცია ისევ ერთიანია, მოთხოვნები კი უცვლელი. რაც შეეხება, არჩილ თალაკვაძეს მან შეხევდრა "პოზიტიურად" შეაფასა და აღნიშნა, რომ დიალოგის დაწყება პოზიციების დაახლოებას ემსახურება.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს. რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნით, ოპოზიციის წარმომადგენლები საპროტესტო აქციებს მართავენ. მომდევნო აქცია რუსთაველის გამზირზე ზეგ, 14 ნოემბერსაა დაგეგმილი.