საქართველოში რეინფიცირების შემთხვევა ამ დროისთვის არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"რეინფიცირების შემთხვევა სულ თითზე ჩამოსათვლელია მსოფლიოში. დადასტურება იმასთან დაკავშირებით რომ ნამდვილად რეიფიცირებასთან გვაქვს კავშირი ამას დიდი კვლევა სჭირდება მათ შორის გენეტიკურიც. ჩვენთან ასეთი შემთხვევა არ ყოფილა", — განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 473 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამასთან, გამოჯანმრთელდა 3 342 პირი.