ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის შესაჯამებლად გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს არჩევნების შემდგომ ოპოზიციისა და მმართველი პარტიის ურთიერთობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ და ისწავლონ ერთად მუშაობა.

"იმის ნახვა, რომ ისინი კვლავ ბოიკოტს აცხადებენ, იგივე ფილმის ყურებას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ მათ, რომ შევიდნენ პარლამენტში, განახორციელონ მნიშვენლოვანი საარჩევნო ცვლილებები, რომ შემდეგი არჩევნები იყოს უკეთესი და არც ისინი, არც ჩვენ აღარ ვნახავთ განმეორებით, იგივე ტიპის დარღვევებს. ეს არის ის, რასაც ამერიკელი და ევროკავშირის ელჩები უჭერენ მხარს: მივიყვანოთ ისინი მაგიდასთან, არა იმტომ, რომ ჩვენ ვიპოვოთ გამოსავალი, არამედ მათ იპოვონ ეს გამოსავალი, იმუშავონ ერთად და ისწავლონ ერთად მუშაობა, რადგან მათ პარლამენტში ერთად ყოფნა მოუწევთ — შეიქმნას საკანონმდებლო დღის წესრიგი, რაც მოიცავს მნიშვნელოვან საარჩევნო ცვლილებებს, მნიშვნელივან რეფორმას ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციაში. შემდეგ კი თუ ასე იქნება, ახალი არჩევნების შემთხვევაში, გექნებათ უფრო სანდო შედეგები, რომელსაც ყველა ენდობა და მსგავსი კითხვები აღარ წამოიჭრება", — განაცხადეს პრესკონფერენციაზე.

გარდა ამისა, მათ ისაუბრეს არჩევნების დროს დაფიქსირებულ დარღვევებზე, რაც საქართველოსთვის ისეთივე პრობლემა იყო, რაც ბოლო დეკადების განმავლობაში.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდა. ოპოზიცია შედეგებს არ აღიარებს და ბოიკოტის რეჟიმშია — ისინი პარლამენტში არ შედიან. გუშინ საქართველოს ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ეწვია, მან ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო სექტორთან და პატრიარქთან შეხვედრები გამართა. პარალელურად მიმდინარეობდა ოპოზიციის მდუმარე აქციაც.