იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 36 მოსამართლე დაამტკიცა. საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში არსებულ 99 ვაკანტურ თანამდებობაზე გამოაცხადა. კონკურსში 68 კონკურსანტი მონაწილეობდა, კენჭისყრის ეტაპზე კი 65 გადავიდა.

On.ge-ს იუსტიციის საბჭომ მიაწოდა განწესებული მოსამართლეების სია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

  1. შერბაკოვი ნინო;
  2. ცაგარეიშვილი ლელა;
  3. ოტიაშვილი ბაია;
  4. ჩაგუნავა კობა;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

  1. გოგოლაძე ირინა;
  2. ეპიტაშვილი თეონა;
  3. ესებუა ზვიად;
  4. სირბილაძე ცისანა;
  5. კოჭლამაზაშვილი არჩილ;
  6. მარშანია ნათია;
  7. ხუსკივაძე ირაკლი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა

  1. მესხიშვილი ქეთევან;
  2. ქათამაძე პაატა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

  1. კლდიაშვილი ლაშა;
  2. უბილავა გიზო;
  3. კოპალიანი კონსტანტინე;
  4. ჯინჯოლია მიხეილ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

  1. დოლიძე ვერა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

  1. ბებიაშვილი მიხეილ;

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

  1. თხელიძე ქეთევან.

ბოლნისის რაიონული სასამართლო

  1. ბარდაველიძე ლევან;
  2. გიორგაძე ნინო.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე მარნეულის მუნიციპალიტეტში

  1. ჩიქოვანი გვანცა.

გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

  1. გოგატიშვილი ნინო;
  2. ბერეკაშვილი ქეთევან;
  3. თაყაძე თეა.

გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

  1. კაკაურიძე შალვა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

  1. ვარდანიძე გვანცა.

თელავის რაიონული სასამართლო

  1. ვატიტაძე გრიგოლ;
  2. ზათიაშვილი ვერიკო

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

  1. კობახიძე ნანა.

მცხეთის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

  1. ფუხაშვილი მორის.

მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე დუშეთის მუნიციპალიტეტში

  1. ნადოი რეზო.

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

  1. ბარამიძე ია.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე გარდაბნის მუნიციპალიტეტში

  1. შოშიაშვილი მაია.

ხაშურის რაიონული სასამართლო

  1. გოგალაძე ირმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, დაინიშნა რამდენიმე ძალიან კარგი მოსამართლე. თუმცა, მისივე თქმით, როგორც სხვა დროს, ახლაც გამოიკვეთა ტენდენცია და ე.წ. კლანი წინასწარ იყო შეთანხმებული კანდიდატებზე.