ინტერნეტში წერეთელზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე სავარაუდო თავდამსხმელის კადრები ვრცელდება
ინტერნეტში წერეთელზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე სავარაუდო თავდამსხმელის კადრები ვრცელდება. ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ადასტურებს, რომ თავდამსხმელი ის არის.
გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მძევლები დაშავებულები არ არიან და სავარაუდო თავდამსხმელი მათ მიმართ აგრესიას არ იჩენს. არ ჩანს აქვს თუ არა სავარაუდო თავდამსხმელს ცეცხლსასროლი იარაღი. სავარაუდოდ, მას ხელში ყუმბარა უჭირავს, თუმცა ამ ინფორმაციის დადასტურება ვერ ხერხდება.
სავარაუდო თავდამსხმელი მძევლებს ეუბნება, რომ პირდაპირი ეთერი ჩართონ, რათა მედიებმა კადრები ნახონ და გააშუქონ. ის მოითხოვს, პარლამენტის დეპუტატები და ამ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკოსები შეიკრიბონ და 3 კანონი მიიღონ: აზარტული თამაშების აკრძალვა, სესხის პროცენტად მაქსიმუმ 7%-ის განსაზღვრა და წამლების ფასის შემცირება.
გავრცელებულ კადრებში ის არ ასახელებს, რა შემთხვევაში გაათავისუფლებს მძევლებს და არც მომლაპარაკებელს ითხოვს.
თბილისის პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, წერეთელზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილია 1 პირი და მას 9 მძევალი ყავს. ამის შესახებ მან ადგილზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
"წერეთლის გამზირზე მოხდა შეიარაღებული თავდასხმა ერთ-ერთ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში. ადგილზე იმყოფება პოლიციური ჯგუფები. ჩვენი ინფორმაციით, მიკროსაფინანსოში არის 9 მძევალი და 1 შეიარაღებული პირი", — განაცხადა მან.
სირაძემ მოუწოდა ჟურნალისტებს, შეწყვიტონ პირდაპირი ჩართვა წერეთლის გამზირიდან, სადაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში თავდამსხმელია შეჭრილი. მისი განმარტებით ეს საფრთხეს უქმნის მძევლებსა და სამართალდამცავებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის სამართლის კოდექსის 236-ე და 179-ე მუხლებით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას და ყაჩაღობას გულისხმობს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელს აქვს ხელყუმბარა. როგორც სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC-ში, სადაც თავდამსხმელია შეჭრილი, აცხადებენ, რომ შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს გააკეთებენ, პროცესის მშვიდობიანად დასასრულებლად.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები