რატომ არის დარღვევა ბიძინა ივანიშვილის დაცვის მიერ საარჩევნო კაბინის გაწმენდა
უბანზე, სადაც ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა ხმა მისცა, მის მისვლამდე ორი კაბინა მისივე დაცვის წევრმა სადეზინფექციო ხსნარით გაწმინდა. როგორც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანალიტიკოსი, თამარ ხუხია On.ge-სთან განმარტავს, ეს ცალსახად დარღვევა იყო.
საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლის მე-16 ნაწილის თანახმად, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება მხოლოდ კანონით განსაზღვრულ პირებს აქვთ. კერძოდ: ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიების თანამშრომლებს, საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელს, პრესისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების აკრედიტირებულ წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს. ხუხიას განმარტებით, მათ გარდა შენობაში არავინ არ უნდა იმყოფებოდეს, მათ შორის, არც პირადი დაცვა.
გარდა ამისა, ხუხია აცხადებს, რომ უბანზე არიან შესაბამისი პირები, რომლებიც უსაფრთხოებასა და დეზინფექციაზე არიან პასუხისმგებელნი. ამიტომ, მისი თქმით, კომისიის თავმჯდომარეს არ უნდა მიეცა უფლება, დაცვის წევრს კაბინა გაეწმინდა.
"COVID-19-ის რეგულაციებიდან გამომდინარე დაემატა ერთი ცვლილება დადგენილების შესაბამისად, შესაძლებელია იყოს დამლაგებელი, რომელიც სველი წესით დაამუშავებს ხშირად შეხებად ზედაპირებს. შესაბამისად, ამ დამლაგებელს ფუნქცია ესაა, რომ დაალააგოს. პირველი — არ შეიძლება, სხვა პირი იმყოფებოდეს შენობაში იმ პირების გარდა, რაც კანონით არის ჩამოთვლილი და მეორე, ამ ფუნქციის შესასრულებლად, თუ უსაფრთოხებაზე ვსაუბრობთ, არსებობენ იქ პირები, შესაბამისად ეს დარღვევაა ცალსახად", — აცხადებს ხუხია.
რაც შეეხება უბნის კომისიის თავმდჯდომარეს, On.ge-ს კითხვაზე არის თუ არა ეს დარღვევა, ის გვპასუხობს:
"კოდექსში არ გვიწერია... თუ მანახებთ, სად წერია კოდექსში, რომ პირადმა დაცვამ არ შეიძლება დაამუშაოს რაიმე, ან პირადმა ექიმმა... შეიძლება მისი პირადი ექიმი იყო, მე ხო არ ვიცი, შეიძლება ხალათი გარეთ არ ეცვა. ყოველ შემთხვევაში, პირადი დაცვა რომ არის და მისი გარემოცვა რომ არის, ვიტყვი", — განაცხადა თავმჯდომარემ.
ხუხია განმარტავს, რომ კანონი არ გვეუბნება რისი უფლება არ გვაქვს და წერია, რისი გვაქვს.
"ასე კანონში რისი უფლება არ გვაქვს არ წერია, წერია რისი უფლება გვაქვს. ანუ ფორმულირება ამ მუხლის, რომ ნახოთ, ასეთია — ვის აქვს უფლება ყოფნის და იგულისხმება, რომ ვინც აქ არ წერია, მათ არა აქვთ უფლება, რომ იყოთ", — აცხადებს ის.
ქართული ოცნების ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი არჩევნების მეორე ტურზე უკვე მივიდა და ხმა მისცა. თუმცა მანამდე, ორი კაბინა მისმა დაცვამ გაწმინდა. სწორედ ამ კაბინებში შევიდნენ რამდენიმე წუთში ივანიშვილი და მისი ოჯახის წევრები.
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
-
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები